ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსთან, სადაც ბაჩო ახალაია ცხოვრობს, პოლიციაა მობილიზებული

საცხოვრებელ კორპუსთან, სადაც არსებული ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია ცხოვრობს სამართალდამცველების მობილიზებაა.

პოლიციელები არ პასუხობენ ჟურნალისტების კითხვებს, თუ რას უკავშირდება პოლიციის მობილიზება, შესაბამისად, უცნობია, კონკრეტულად რა ღონისძიებები მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, ამავე, კორპუსში ცხოვრობს 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული მურთაზ ზოდელავაც.

"ინტერპრესნიუსი" დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურშიც ცდილობს.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა