ალან გალოევი თამარ მეარაყიშვილზე - თუ ვინმეს სურს ბავშვებისთვის ახალი წლის გაფუჭება, შეუძლია წავიდეს და თბილისი ცენტრში გამართოს პროტესტი

თუ ვინმეს ბავშვებისთვის ახალი წლის გაფუჭება სურს, შეუძლია წავიდეს და თბილისის ცენტრში გამართოს პროტესტი - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. “პრეზიდენტმა”, ალან გალოევმა დაკავებულ საქართველოს მოქალაქე, თამარ მეარაყიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

“მიმდინარეობს გამოძიება, ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა მონაცემი ცნობილია საზოგადოებისთვის. არის ფაქტები და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ მისთვის წამოყენებულ ბრალდებას…

თუ ვინმეს სურს ბავშვებისთვის ახალი წლის გაფუჭება, შეუძლია წავიდეს და თბილისი ცენტრში გამართოს პროტესტი.

ის მკაცრს განცხადებებს აკეთებდა ხელისუფლების მიმართ, შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენებით, რაც სისხლის სამართლის დარღვევაა. მაგრამ, ამავდროულად, არ ყოფილა და არ არის მასზე ზეწოლის განხორციელების დავალება. ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში ის სისხლის სამართლის წინაშე დადგებოდა,” - განაცხადა გაგლოევმა.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ ცხინვალის ე.წ. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, თამარ მეარაყიშვილი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. გუშინ სუს-მა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „ცხინვალიდან ცხელი ხაზით დაადასტურეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქის, თამარ მეარაყიშვილის უკანონოდ დაკავების ფაქტი“. ასევე, სუს-ის ცნობით, „აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს“.

„ეხო კავკაზა“-ს ინფორმაციით, თამარ მეარაყიშვილი ბრალდებებს უარყოფს და შიმშილობას განაგრძობს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საქალაქო სასამართლომ თამარ მეარაყიშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს