გიორგი შარაშიძე - არ გამიკვირდება, ბაჩო ახალაიას წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე რადიკალური ქმედებების სურვილი ჰქონოდა, ასევე, არ გამიკვირდება, ამას „ქართული ოცნება“ სათავისოდ იყენებდეს - ალბათ, ხაზები და კავშირები მიდის ლილუაშვილთან

ნამდვილად არ გამიკვრიდება, რომ ბაჩო ახალაიას მისი წარსული გამოცდილებიდან, პრაქტიკიდან გამომდინარე ანალოგიური ტიპის რადიკალური ქმედებების სურვილი ჰქონოდა , - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ გიორგი შარაშიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ „4 ოქტომბრის პროვოკაცია ბოლომდე ჩაიბეჭდოს როგორც რევოლუციის მცდელობა“ და ამ პროცესიდან მოგებული გამოვიდეს.

ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ საქმე საბოლოოდ სუს-ის ყოფილ უფროსთან გრიგოლ ლილუაშვილთან მივიდეს.

„ნამდვილკად არ გამოვრიცხავ ამას, პირდაპირ რომ ვთქვა. მესმის, რომ ბაჩო ახალაია არ იყო აქტიურ პოლიტიკაში ჩართული, ყოველ შემთხვევაში არ ჩანდა, საჯაროდ აქტიური არ იყო. მისი წარსულიდან გამომდინარე, არაფერი გასაკვირი არ უნდა იყოს. ნამდვილად ვიცით, რომ ეს ადამიანი წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც თავის დროზე სწორედაც რომ ძლადობრივი და რადიკალური ქმედებებით იყო გამორჩეული. ნამდვილად არ გამიკვრიდება, რომ მას მისი წარსული გამოცდილებიდან, პრაქტიკიდან გამომდინარე ანალოგიური ტიპის რადიკალური ქმედებების სურვილი ჰქონოდა.

ასევე არ გამიკვირდება, რომ გარკვეული მიზეზების გამო არ ჰქონოდა და ამას უბრალოდ „ქართული ოცნება“ სათავისოდ იყენებდეს. როგორც ერთი სცენარია დასაშვები, ასევე, მეორე სცენარია დასაშვები. ალბათ, აქ ხაზები და კავშირები მიდის ლილუაშვილთან, მიდის იმისკენ, რომ 4 ოქტომბრის პროვოკაცია ბოლომდე ჩაიბეჭდოს როგორც რევოლუციის მცდელობა, რომ „ოცნებამ“ წარმატებით დაასრულოს ეს ფაზა. სამწუხაროდ ასრულებს. „ოცნება“ რეალურად მოგებული გამოვიდა იმ ყველაფრიდან, რასაც ჰქვია 4 ოქტომბერი“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ინფრომაციისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია დააკავეს. შესაბამისი განცხადება სუს-ში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.

სუს-ში აცხადებენ, რომ ახალია დაკავებულია 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში.

გამოძიების თანახმად, 4 ოქტომბრის მოვლენებს ინტერნეტ-აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა და საქართველოში მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩანა ახალაია.

დავით ზურაბიშვილი - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს