ირაკლი ფავლენიშვილი - ახალაიას დაკავების მიზეზია, დღის წესრიგში არ იყოს ლილუაშვილის საქმე, რომ წლები ივანიშვილის გუნდი „დიფსთეითის“ აგენტებისგან შემდგარი ან კორუმპირებული ყოფილა, ეს არის თემის გადაფარვა - ლილუაშვილს ახლა ალბათ „ნაცად“ ასაღებენ

მიზეზი, რის გამოც ბაჩო ახალია დააკავეს, არის ის, რომ ახლა დღის წესრიგში არ იყოს ლილუაშვილის საქმე - ეს არის თემის გადაფარვა , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც 4 ოქტომბერის მოვლენებთან დაკავშირებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას დაკავებას გამოეხმაურა.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რომ ბაჩო ახალაიას საქმე თაროზე ჰქონდათ შემოდებული და მაგიდაზე მაშინ დადეს, როცა დასჭირდათ.

„მიზეზი, რის გამოც ბაჩო ახალია დააკავეს, არის ის, რომ ახლა დღის წესრიგში არ იყოს ლილუაშვილის საქმე, ის, რომ ყველაზე მნიშვნელოვან და ძლევამოსილ ინსტიტუციას ივანიშვილის პირობებში ხელმძღვანელობდა ადამიანი, რომელიც იყო ღრმა და ყოვლისმომცველ კორუფციაში ჩაფლული. მთელი ივანიშვილის გუნდი წლების განმავლობაში ყოფილან ან „დიფსთეითის“ აგენტებისგან შემდგარი ან ღრმად კორუმპირებული, ხალხის ფულის მძარცველებისგან. ფასების ზრდაზე და იზოლაციაზე რომ ვისაუბროთ, ამის ნაცვლად უნდა ვისაუბროთ ბაჩო ახალაიას თითქოს მოწყობილ 4 ოქტომბრის სცენარზე. ვინც შემხვდა ყველა ამას ამბობდა, ეს არის თემის გადაფარვა. ბოლო თვეების განმავლობაში უტრიალებენ ბაჩო ახალაიას და დღეს მიღებული გადაწყვეტილება არ გახლავთ. თაროზე ჰქონდათ შემოდებული და როცა საჭიროდ ჩათვლიდნენ, მაშინ დადებდნენ მაგიდაზე“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, 4 ოქტომბრის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

„თვითონ 4 ოქტომბრის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. „ოცნებამ“ პროპაგანდით ბაჩო ახალაიას დისკრედიტაცია მოახდინა და შეიძლება ვიღაცებს არ უყვარდეთ ბაჩო ახალაია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს იმის საფუძველი, რომ ყველაფერი დაიჯერო ამ ადამიანზე”, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ 4ოქტომბრის საქმესთან გრიგოლ ლილუაშვილიც დააკავშირონ.

„ეს ნარატივი აშკარად აქვთ, რომ თითქოს ლილუაშვილი რომ ცუდია, ესეც „ნაცების“ ბრალია და არა „ქოცების“. ლილუაშვილს ახლა ალბათ „ნაცად“ ასაღებენ. ამ კონტექსტში არ გამოვრიცხოთ ის, რომ საუბარი იყოს ლილუაშვილის კავშირზე 4 ოქტომბრის საქმესთან. ბოლო პერიოდში პროპაგანდისტულად მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ლილუაშვილი ოპოზიციურ მედიებს და ოპოზიციურ აქტორებს“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება