საბა ბუაძე - ბაჩო ახალაიასგან არაფერი გამიკვირდება, თუმცა, როცა საუბარია ორგანიზებაზე, იქ არაფერი ყოფილა ორგანიზებული - ერთი ადამიანი შესაძლოა მეორეს ურეკავდეს, მაგრამ უნდა დაადასტურონ, რაშია ახალაიას „ორგანიზებული ჩართულობა“

ბაჩო ახალაიასგან არაფერი გამიკვირდება, თუმცა როდესაც საუბარია რეზონანსულ საქმეზე, აუცილებელია საზოგადოებას მტკიცებულება წარუდგინონ... 4 ოქტომბერი არასწორ გათვლებს ეფუძნებოდა და როდესაც საუბარია ორგანიზებაზე, იქ არაფერი ყოფილა ორგანიზებული, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში" პოლიტიკოსმა საბა ბუაძემ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას საქმეზე საუბრისას განაცხადა.

საბა ბუაძის თქმით, ახლა მმართველ გუნდში სურვილი აქვთ, ახალაია გამოიყვანონ სცენაზე, პარალელურ რეჟიმში კი დაკავებების სერია წარმართონ.

“4 ოქტომბერი სრული პოლიტიკური უპასუხისმგებლობა იყო. რთულად წარმოსადგენია, რომ ერთ დღეში შეიძლებოდა რაღაც შეცვლილიყო. სურვილი აქვთ ახალაია გამოიყვანონ სცენაზე, პარალელურ რეჟიმში წარმართონ ეს დაკავებები, აქეთ „ოცნებიდან“ დააკავონ ვიღაც, იქით „ოცნების“ საწინააღმდეგო მხრიდან, რათა ილუზია შექმნან ამ ქვეყანაში, რომ რაღაც პროცესი მიმდინარეობს.

ვერ მოვისმინე დამაჯერებელი არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მოხდა ახალაიას დაკავება, რა ფორმით იყო ეს ადამიანი ჩართული ამ პროცესებში. მისგან არაფერი გამიკვირდება, თუმცა როდესაც საუბარია ასეთი რეზონანსული და საჯარო ინტერესის მქონე საქმეზე, აუცილებელია საზოგადოებას მტკიცებულება წარუდგინო. ამ პროცესს ორგანიზებულის არაფერი ეტყობოდა, 4 ოქტომბერს დაპირებები, რომელსაც გასცემდნენ, იყო უპასუხისმგებლობა, მოუმზადებელი და არასერიოზული, არასწორ გათვლებს ეფუძნებოდა. როდესაც საუბარია ორგანიზებაზე, იქ არაფერი ყოფილა ორგანიზებული. დიდი ნაწილი სპონტანური იყო. ერთი ადამიანი შესაძლოა მეორეს ურეკავდეს. ბრალდების მხარემ დაადასტუროს, რაში მდგომარეობს მისი ორგანიზებული ჩართულობა. როდესაც საქმე გვაქვს მართლმსაჯულების სისტემასთან, რომელიც სრულად არის ხელისუფლების მხრიდან გამოყენებულია, ძნელია რაიმე გამოძიების მიმართ ნდობა არსებობდეს“, - აღნიშნა ბუაძემ.

რაც შეეხება სხვა თემებს, გარდა ამისა, მან თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილი დირექტორის, კახა გვანცელაძის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზეც ისაუბრა, რომლის სახელიც სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეშიც ფიგურირებს. როგორც ბუაძე აღნიშნავს, „არალოგიკური და უსუსურია არგუმენტი“, რომ დედაქალაქის მერი ამ საქმესთან შემხებლობაში არ არის.

„კახა კალაძემ გვანცელაძისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ განაცხადა, რომ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, რომელიც არის ერთ-ერთი უმსხვილესი ქვედანაყოფი, ხელმძღვანელი პირი მას ადგილზე დახვდა და მისი შერჩეული არ ყოფილა. ამ „დახვედრილ“ ადამიანს მიეცა შესაძლებლობა ზიანი მიეყენა ბავშვებისთვის, თბილისელებისთვის იმ კორუფციული საქმიანობთ, რომელშიც ჩართული იყო. საუბარი, რომ კახა კალაძე არაფერ შუაშია და ასევე, კობახიძის გამოხმაურება, რომ „კალაძე არაფერ შუაშია“, არალოგიკურია და უსუსური არგუმენტია. კობახიძე გვეუბნება, რომ გამოძიების დეტალებში არ ერევა და ვერაფერს იტყვის, მეორე წუთას კი, როცა დასჭირდება, კალაძის დასაცავად იტყვის, რომ ინფორმაცია აქვს, რომ კალაძე ამ საქმესთან შემხებლობაში არ არის. ეს არის სამარცხვინო არგუმენტი, კალაძის პათოლოგიური უპასუხისმგებლობის და ტოტალური უცოდინარობის აღიარება. კახა კალაძე არის „ქართული ოცნების“ კორუფციის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო, რომელიც ფულს აკეთებდა და აკეთებს ჩვენი ქალაქის აოხრების ხარჯზე, ურბანული გენოციდის ხარჯზე“, - აღნიშნა ბუაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში