ირაკლი ქადაგიშვილი - შესაძლოა, ბაჩო ახალაია ხვდებოდა, რომ გამოძიებას მასთან დაკავშირებით მტკიცებულებები ექნებოდა და ქვეყნიდან გასვლას გეგმავდა - არ არსებობს ფაქტი, რომ მისი პოლიტიკური აქტიურობა ვიღაცას აწუხებდა, წლებია ეს არავის უნახავს

შესაძლოა, ბაჩო ახალაია ხვდებოდა, რომ ადრე თუ გვიან გამოძიებას მასთან დაკავშირებით კონკრეტული მტკიცებულებები ექნებოდა და გეგმავდა ქვეყნიდან გასვლას,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას საქმეზე საუბრისას განაცხადა.

კერძოდ, კითხვაზე, „ხომ არ გარბოდა ბაჩო ახალაია ქვეყნიდან“, მაშინ, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ბაჩო ახალაია რამდენიმე კვირის წინ პოლონეთში აპირებდა წასვლას, ქადაგიშვილი დასძენს: „შეიძლება ასეთი სურვილიც ჰქონდა. არ უნდა გამოვრიცხოთ არც ეგ“.

„ჩვენ აქამდე გვეუბნებოდნენ, რომ ბაჩო ახალაიას აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ ჰქონდა 4 ოქტომბერთან და მის მესვეურებთან. ახლა აღმოჩნდა, რომ ჰქონდა, თან ინტენსიური. მეტი შინაარსი ამ ზარების და თანაქმედების რა არის, კონკრეტიკა გამოძიებასთან ერთად გაიხსნება“,- აღნიშნა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, არ არსებობს ფაქტი, რის გამოც შეიძლება ვინმე ფიქრობდეს, რომ ბაჩო ახალაიას პოლიტიკური აქტიურობა ვიღაცას აწუხებდა.

„ბაჩო ახალაიას პოლიტიკური აქტიურობა წლების განმავლობაში არავის უნახავს. გამომდინარე აქედან, ამ გაგებით, რომ მისი პოლიტიკური აქტიურობა ვიღაცას აწუხებდა, ძირშივე არ არსებობს ფაქტი“,- აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ინფორმაციისთვის, გუშინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის მოვლენების მთავარი ორგანიზატორი საქართველოში ბაჩო ახალაია იყო. სუს-ში განმარტეს, რომ მოვლენებს ის ინტერნეტ-აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა და კომუნიკაცია ჰქონდა უკვე დაკავებულ ორგანიზატორებთან. სუს-ის თანახმად, 28 სექტემბრის 21:00 საათიდან მათ დაკავებამდე, შედგა არაერთი სატელეფონო ინტერნეტკომუნიკაცია ინტერნეტაპლიკაციების მეშვეობით - ჯამში ფიქსირდება 343 შემდგარი ინტერნეტსესია, მათ შორის მურთაზ ზოდელავასთან 157-ჯერ, პაატა ბურჭულაძესთან 110-ჯერ, პაატა მანჯგალაძესთან 29-ჯერ, ლაშა ბერიძესთან 26-ჯერ, ირაკლი ნადირაძესთან 21-ჯერ. სუს-ის ინფორმაციით, 4 ოქტომბერს ბოლო კავშირი მურთაზ ზოდელავას ანა ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებულ IP მისამართზე განხორციელებული აქვს "პაატა ბურჭულაძის ძალადობრივი მოწოდებებით გამოსვლამდე" 9 წუთით ადრე, რაც შესაბამისი დასკვნის გამოტანის მყარ საფუძველს იძლევა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო