დავით მათიკაშვილი - ახალაიას მიერ პოლონეთში წასვლის მცდელობა დასტურებს, რომ ის ცდილობდა, თავი აერიდებინა მართლმსაჯულებისთვის ქვეყნის დატოვების  გზით

საზოგადოებას არ გაუკვირდება თუ ძალოვანი უწყებები მხოლოდ დაადასტურებენ და დაადგენენ იმას, რომ ბაჩო ახალაიას ერთ-ერთი წამყვანი როლი ჰქონდა ამ ანტისახელმწიფოებრივ, კრიმინალურ ქმედებებში, რომელიც თბილისში განხორციელდა, პრეზიდენტის სასახლის შტურმის სახით, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების მაღალი ჩინოსანი რევანშის მიღწევას ძალადობრივი მეთოდებით შეეცადოს“.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სრული ქრონომეტრაჟი წარუდგინა საზოგადოებას ბაჩო ახალიასა და ამ პროცესში აქტიურად ჩართულ პირებს შორის ინტერნეტ ურთიერთობების. საზოგადოებას არ გაუკვირდება თუ ძალოვანი უწყებები მხოლოდ დაადასტურებენ და დაადგენენ იმას, რომ ბაჩო ახალაიას ერთ-ერთი წამყვანი როლი ჰქონდა ამ ანტისახელმწიფოებრივ, კრიმინალურ ქმედებებში, რომელიც თბილისში განხორციელდა, პრეზიდენტის სასახლის შტურმის სახით. არც ისაა გასაკვირი, ერთ დროს, „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების მაღალი ჩინოსანი შეეცადოს და რევანშს მიაღწიოს ძალადობრივი მეთოდებით და ამაში აქტიური როლი ჰქონდეს.

დაველოდებით შედეგებს, სასამართლო განაჩენს, რაც ვფიქრობთ, არ იქნება ბაჩო ახალიას სასარგებლოდ, რადგან აქამდე არსებული მტკიცებულება, მის ბრალეულობაზე მიუთითებს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ასევე, დავით მათიკაშვილმა შეაფასა, ბაჩო ახალიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის განცხადებაც, რომლის თქმითაც, ბაჩო ახალია პოლონეთში სამუშაოდ წასვლას აპირებდა, თუმცა საქართველოს საზღვარზე არ გაატარეს.

„ბაჩო ახალია აქამდეც იყო გამოკითხული სუს-ში. ცხადია, ვარაუდობდა, რომ კიდევ ერთხელ იქნებოდა დაბარებული და გამოკითხული ძალოვან სტრუქტურაში ან მის მიმართ საპროცესო ქმედებები იქნებოდა განხორციელებული, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მას ქვეყნის დატოვების მცდელობა ექნებოდა. ეს ფაქტი პირდაპირ თუ ირიბად მიუთითებს, რომ ახალაია ცდილობდა, თავი აერიდებინა მართლმსაჯულებისთვის, ქვეყნის დატოვების გზით“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის