ვალერი ჩეჩელაშვილი - 2025 წლის საგარეო პოლიტიკის ყველაზე ნეგატიური შედეგია ევროკავშირთან და ამერიკელებთან კომუნიკაციის არხების ჩაჩეხა - მომავალ წელს „ქართული ოცნების“ ამოცანა იზოლაციის გარღვევა იქნება, ამერიკელებთან იმედი გადაწურული ჯერ არ აქვთ

ევროკავშირთან და ამერიკელებთან ყველანაირი კომუნიკაციის არხების ჩაჩეხა არის 2025 წლის საგარეო პოლიტიკის ყველაზე ნეგატიური შედეგი, - ამის შესახებ "საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის" ხელმძღვანელმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ მიმდინარე წლის შეჯამებისას განაცხადა.

ვალერი ჩეჩელაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ევროპელებთან თანამშრომლობის საკითხი „საერთოდ დახურული აქვს“, ხოლო ამერიკელებთან ურთიერთობების დამყარება მომავალი წლის მთავარი ამოცანა იქნება.

„ევროპელები „ქართულ ოცნებასთან“კამათში არც კი შედიან, სასაცილოდაც არ ჰყოფნით მათი ნარატივები. აკეთებენ დასკვნებს, რომ ამ ხალხთან ლაპარაკსაც არ აქვს აზრი. ამიტომ არც კი ჩამოდის ჩვენთან კაია კალასი, არც მარტა კოსი. მიუხედავად იმისა, რომ სამი სამხრეთკავკასიური ქვეყნიდან მარტო ჩვენ ვართ კანდიდატი ქვეყანა და ორი დანარჩენი არა - იმ ორ ქვეყანაში ჩადიან იმიტომ, რომ ერევანთან და ბაქოსთან ხედავენ პერსპექტივას და საუბრის აზრს და ჩვენთან - არა. ეს არის ამ წლის საგარეო პოლიტიკის ყველაზე უფრო ნეგატიური შედეგი, ჩაჩეხვა ყველანაირი კომუნიკაციის არხების ევროკავშირთან და ამერიკელებთან.

მომავალ წელს, საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა იქნება ორ ჭრილში: პირველი ეს არის, საერთაშორისო იზოლაციის გარღვევა და მეორე, ეს მოხდეს იმ პირობებით, რომ გარედან არაფერი დაემუქროს მათ მონოპოლიას ხელისუფლებაზე. მე ვფიქრობ, რომ მას შეეცდებიან ამერიკელებთან ურთიერთობების გამოსწორებით იმიტომ, რომ ამერიკელები კონვენციურ დიპლომატიას ეტრფიან. ტრამპი სულ გარიგებებზე საუბრობს, ამიტომ ამ გარიგებებს ახორციელებს ხოლმე ფასეულობების დაკნინების ფონზე. „ქართული ოცნება“ შეეცდება გახდეს იმ ქვეყნების კლუბის წევრი, რომლებიც არიან კონცენტრირებული ამერიკასთან ურთიერთობებზე. მაგალითად: სლოვაკეთი, უნგრეთი და ა.შ. ამერიკელებთან ურთიერთობების დამყარების იმედი გადაწურული ჯერ არ აქვთ.

ევროპელებთან თანამშრომლობის საკითხი საერთოდ დახურული აქვთ იმიტომ,რომ ევროპა არის ინსტიტუციური ელექტორალური დემოკრატიების ერთობაა, რომლებიც კატეგორიულად არ ეთანხმებიან „ქართული ოცნების“ თეზისს: მე ვიქნები უპირობოდ ხელისუფლებაში“, - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა