უკრაინული მედიის ცნობით, კიევში რუსების დარტყმების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა

კიევში რუსების დარტყმების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დაშავებულთაგან 11 ადამიანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დაშავებულებს შორის ორი ბავშვია.

ასევე, უკრაინის დედაქალაქის მერის ინფორმაციით, რუსული ძალების იერიშების შემდეგ კიევის მესამედი ნაწილი გათბობის გარეშეა დარჩენილი.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა