ბაჩო ახალაია პროკურორს - ვინც ეს დაგავალა, გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი - სხდომის დახურვის წინააღმდეგი ვარ - ტერორისტია, ვინც მეგობრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მთხოვდა, მე ტერორისტებთან მოლაპარაკებას არ ვაწარმოებ

მე ტერორისტებთან მოლაპარაკებას არ ვაწარმოებ - ვინც ეს დაგავალა გადაეცი - საფლავიdან ამოგთხრი [მიმართა პროკურორს],- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, მას სუს-ში უთხრეს, რომ მის მეუღლეს, ანა ნადარეიშვილს დააკავებდნენ თუ ის თავისი მეგობრების წინააღმდეგ ჩვენებას არ მისცემდა.

„რატომ უნდა დაიხუროს საქმე, რომელიც არ დაწყებულა? გინდათ, რომ პროცესებზე ადამიანები არ მოვიდნენ, რომ ვერ გაიგონ ინფორმაცია. რა საფუძვლით უნდა დახუროთ, რა ლოგიკით? ისიც ვერ გავიგე ჩემი მეუღლე ბრალდებულია თუ არა. უცნაურობა ეტყობა ამ ყველაფერს. დახურვის წინააღმდეგი ვარ, მინდა, რომ ყველამ იცოდეს, თუ რა მტკიცებულებები გაქვთ.

ჩემი მეუღლე ჩემთან ერთად დააკავეს. სუს-ის შენობაში მითხრეს შენს ცოლს დავიჭერთ ან სხვა ადამიანებს პაატა ბურჭულაძესა და სხვებს ამხელო. როდესაც მეუბნებიან რომ შენს ცოლს დავიჭერთ და შვილებს ობლად დაგიტოვებთ, ეს საქმე უნდა დახუროთ? თუ არ მონაწილეობდი ის თქვი, რომ ეს იცოდიო. შენი ბავშვი 10 წლის განმავლობაში ობლად დარჩებაო. ტერორისტია ის, ვინც ამას აკეთებს და რომელიც ჩემი მეგობრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მთხოვდა. ვინც ეს დაგავალა გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი [მიმართა პროკურორს].

რა შუაშია ჩემი ცოლ-შვილი. ტერორისტები ხართ, ვინც ჩემი ცოლ-შვილი მძევლად აიყვანეს.

მე კი ტერორისტებთან მოლაპარაკებას არ ვაწარმოებ",- თქვა ბაჩო ახალაიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ