გია ვოლსკი - სამწუხაროა, არავის უხარია ვინმეს დასჯა, სადისტი ბაჩო ახალაიასიც კი, მაგრამ რეალურად არის სახელმწიფო ინტერესი, რომელიც უპირველეს ყოვლისა, უნდა გავითვალისწინოთ

სამწუხაროა, არავის უხარია ვინმეს დასჯა, სადისტი ბაჩო ახალაიასიც კი, მაგრამ რეალურად არის სახელმწიფო ინტერესი, რომელიც უპირველეს ყოვლისა, უნდა გავითვალისწინოთ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოსახდენად მილიონობით ლარია დახარჯული.

„ცალკე ეპიზოდად ნუ განვიხილავთ ბაჩო ახალაიას თემას, დარწმუნებული ვარ, მთელი სისტემა არის აწყობილი, იქ აღმოაჩინეს ასაფეთქებელი, უკრაინიდან გამოგზავნილი იმ ადამიანებისაგან, ვინც დაკავშირებულია ამ რევოლუციურ ჯგუფთან. ბაჩო ახალაიასაც ზუსტად იმ დროს, 4 ოქტომბერს ყოველ წუთას ურეკავდნენ, პოზიციები იცვლებოდა, გარკვეული კონფიგურაცია, ამ ექსტრემისტების გადაადგილების მარშრუტები და ა.შ. რამდენი ფულია დახარჯული ლობისტებში, იმისთვის, რომ არეულობას შეუქცევადი ხასიათი ჰქონოდა, ეს ყველაფერი ერთ კონტექსტში უნდა განვხილოთ. მეც, ჩემს კოლეგებსაც და საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს საფუძველი იფიქროს, რომ სწორედაც ასე ხდებოდა და ამ სცენარით ვითარდებოდა თბილისში პროცესები, როგორც ამას გამოძიება გვიჩვენებს. სამწუხაროა, არავის უხარია ვინმეს დასჯა, სადისტი ბაჩო ახალაიასიც კი, მაგრამ რეალურად არის სახელმწიფო ინტერესი, რომელიც უპირველეს ყოვლისა, უნდა გავითვალისწინოთ, ქვეყნის არევა და მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა, კონკრეტულ ადამიანებს, კონკრეტულ ძალებს კონკრეტული მიზნით სჭირდება, აქედან გამომდინარეობს ეს სცენარი და ამ სცენარში ამდენი ადამიანის ჩართულობა, ყველაფრით, თავისი იარაღით, ასაფეთქებლებით, ამ გარკვეული ადამიანების წინ წამოწევით, რომლებიც თითქოს, საზოგადოებას წარმოადგენენ, არასამთავრობო ორგანიზაციები, ათეულობით მილიონია დახარჯული, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის