რუსეთის პატრიარქი, კირილე საქართველოს კათოლიკოს­-პატრიარქს, ილია II-ს აღსაყდრების წლისთავს ულოცავს

რუსეთის პატრიარქი, კირილე საქართველოს კათოლიკოს­-პატრიარქს, ილია II-ს აღსაყდრების წლისთავს ულოცავს, - მილოცვის წერილს რუსეთის საპატრიარქო ავრცელებს.

„მის უწმინდესობასა და უნეტარესობას ილია II-ს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. გულწრფელად გილოცავთ საქართველოს წმინდა მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრების წლისთავს. თქვენი მრავალწლიანი წინამძღვრობა სულითა და ჭეშმარიტებით ღვთისმოშიში მსახურების მაგალითია. თქვენ სიყვარული და პატივისცემა არა მხოლოდ საქართველოში დაიმსახურეთ: თქვენ მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში პატივს გცემენ, როგორც გულმოდგინე მთავარეპისკოპოსსა და გულმხურვალე მლოცველს.

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ჩვენს ხალხებს შორის ძმური და კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნებასა და განმტკიცებაში თქვენს მნიშვნელოვან წვლილს დიდად აფასებს. ამ მნიშვნელოვან დღეს განსაკუთრებით ვლოცულობ, რომ უფალმა თავისი მადლის სიუხვით, თქვენი სულიერი და ფიზიკური ძალა განაახლოს და საპასუხისმგებლო პატრიარქალურ მსახურებაში გაგაძლიეროთ“, - ნათქვამია რუსეთის პატრიარქის მილოცვის წერილში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს