სუს-ი - ბაჩანა ახალაიას განცხადება არის ტყუილი და ემსახურება სიმართლის დამახინჯებას - განსაკუთრებით ამორალურია მის მიერ მოგონილი ამბავი „მეგობრების მხილებისათვის მეუღლის დაჭერის მუქარაზე და 13 წლის ბავშვის ობლად დატოვებაზე“

ბაჩანა ახალაიას განცხადება არის ცალსახა ტყუილი და ემსახურება სიმართლის იმგვარად დამახინჯებას, რომ საზოგადოებას რეალობის საპირისპირო წარმოდგენა ჰქონდეს საგამოძიებო ორგანოში განვითარებულ მოვლენებზე. განსაკუთრებით მიუღებელი და ამორალურია მის მიერ მოგონილი ამბავი „მეგობრების მხილებისათვის მეუღლის დაჭერის მუქარაზე და 13 წლის ბავშვის ობლად დატოვებაზე“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ახალაიას მიერ სასამართლო პროცესზე დღეს გაკეთებული განცხადება, მხოლოდ მის პიროვნულ მახასიათებლებზე მეტყველებს.

„სინამდვილეში, ჩვენმა თანამშრომლებმა, დაკავების შემდეგ, ახალაიას პირველივე კითხვა დაუსვეს - მხოლოდ მას ჰქონდა სატელეფონო ინტერნეტკონტაქტი ზოდელავასთან, ბურჭულაძესთან და სხვებთან, თუ მის მეუღლე ანნა ნადარეიშვილსაც. ბაჩანა ახალაიას იქვე, მოპოვებული უტყუარი მონაცემების შესახებ დეტალური ახსნის პარალელურად განემარტა, რომ დანაშაულის აღიარება-არაღიარების მიუხედავად თუ ის მხოლოდ საკუთარ ინტერნეტკონტაქტს დაადასტურებდა, მის მეუღლეს გაცილებით მაღალი ალბათობით გამოერიცხებოდა პასუხისმგებლობის სამართლებრივი რისკი. მიუხედავად ამისა, მან ჩვენების მიცემაზე და ხსენებულ კითხვაზე პასუხის გაცემაზე განაცხადა უარი, რის შემდეგაც, პროკურატურასთან კონსულტაციის შედეგად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ანნა ნადარეიშვილი მაინც გათავისუფლებულიყო დაკავებიდან და გამოძიებას მომავალში ემსჯელა მისი პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით.

ახალაიას მიერ დღეს გაკეთებული განცხადება, განსაკუთრებით მისი ზემოთ ხსენებული გადაწყვეტილების ფონზე, საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელთა მაღალი სამართლებრივი და მორალური სტანდარტით მოქმედება მუქარად წარმოაჩინოს, მხოლოდ მის პიროვნულ მახასიათებლებზე მეტყველებს, რაც ასევე მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების პროცესში“, - აცხადებენ სუს-ში.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესზე დღეს განაცხადა, რომ მას დაკავების შემდეგ სუს-ში მეგობრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემა მოსთხოვეს იმის სანაცვლოდ, რომ მისი მეუღლე არ დაეკავებინათ.

„სუს-ის შენობაში მითხრეს შენს ცოლს დავიჭერთ ან სხვა ადამიანებს პაატა ბურჭულაძესა და სხვებს ამხელო. როდესაც მეუბნებიან რომ შენს ცოლს დავიჭერთ და შვილებს ობლად დაგიტოვებთ, ეს საქმე უნდა დახუროთ? თუ არ მონაწილეობდი ის თქვი, რომ ეს იცოდიო. შენი ბავშვი 10 წლის განმავლობაში ობლად დარჩებაო”,- განაცხადა ახალაიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი