უკრაინის პრეზიდენტი - უკრაინას თავისი წითელი ხაზები აქვს - ტერიტორიებისა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხი ძალიან მგრძნობიარეა და უკრაინა იურიდიულად არაფრის აღიარებას არ აპირებს

რა თქმა უნდა, უკრაინას თავისი წითელი ხაზები აქვს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის შეხვედრები მნიშვნელოვანი იყო, რადგან ახლა აშშ-ის წარმომადგენლებს უკრაინის წითელი ხაზების შესახებ უკეთესი წარმოდგენა აქვთ.

„ვფიქრობ, შეხვედრები მათ ბევრი დეტალის გაგებაში დაეხმარათ, კერძოდ, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ და იმასთან დაკავშირებით, თუ რისთვის გვჭირდება ეს გარანტიები“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, „ტერიტორიებისა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხი ძალიან მგრძნობიარეა და უკრაინა იურიდიულად არაფრის აღიარებას არ აპირებს“.

„ტერიტორიებთან და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან ერთად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გარანტიებია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხოების გარანტიები იურიდიულად სავალდებულო იყოს. ეს კი, პირველ რიგში, პრეზიდენტ ტრამპზეა დამოკიდებული“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო