შალვა გოგოლაძე - გვყავს უძლიერესი პრემიერი - ადამიანი, რომელიც სპორტის განვითარებაზე საქართველოში ყველაზე მეტად ფიქრობს და მისი გადაწყვეტილებებიც ნათელია

გვყავს უძლიერესი პრემიერი - ადამიანი, რომელიც სპორტის განვითარებაზე საქართველოში ყველაზე მეტად ფიქრობს და მისი გადაწყვეტილებებიც ნათელია - მომავალი 4 წლის განმავლობაში 2 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება მულტიფუნქციური კომპლექსების აშენებაზე,- ამის შესახებ სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.

მისი თქმით, იქმნება მეტი შესაძლებლობა, რომ ფეხბურთი წინ წავიდეს.

„ჩვენ გვყავს ყველაზე უძლიერესი პრემიერი. ადამიანი, რომელიც სპორტის განვითარებაზე საქართველოში ყველაზე მეტად ფიქრობს. მისი გადაწყვეტილებებიც ნათელია. ახლო მომავალში, მომავალი 4 წლის განმავლობაში 2 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება მულტიფუნქციური კომპლექსების აშენებაზე. აშენდება საფეხბურთო ბაზებით, 23 ტექნიკური ბაზა. 8 რაიონში ახალი თანამედროვე სტადიონები მოგვცემს საშუალებას, რომ თითოეული ბავშვის ნატვრა, რაც არის თანამედროვე სტადიონებზე ვარჯიში, ახლო მომავალში ასრულდეს. გვექნება მეტი შესაძლებლობა, რომ მეტი კონკურენცია იყოს და წინ და წინ წავიდეს ფეხბურთი“,- განაცხადა შალვა გოგოლაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის