კახა კალაძე - წარმატებები, რომელიც გვქონდა ბოლო წლების განმავლობაში, არა მხოლოდ სპორტში, შემთხვევითი არ არის, ეს არის შედეგი „ქართული ოცნების“  პოლიტიკისა

წარმატებები, რომელიც გვქონდა ბოლო წლების განმავლობაში, არა მხოლოდ სპორტში, შემთხვევითი არ არის - ეს არის შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიებაზე - GFF Awards 2025-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქვეყანაში არსებულ მშვიდობას მოაქვს ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური კეთილდღეობა“.

„მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღეა იმ თვალსაზრისით, რომ შეგვიძლია გავიხსენოთ, თუ რა გაკეთდა ბოლო ათი წლის განმავლობაში ფეხბურთის მიმართულებით. მე დავიწყებდი იქიდან, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში. ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ მშვიდობაზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს მთელს მსოფლიოშია, ვსაუბრობთ გამოწვევებზე, რომელიც გვაქვს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, თუმცა ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი გუნდი - „ქართული ოცნება“ ახორციელებს, მიმართულია იმისკენ, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესი, დავიცვათ მშვიდობა, შევინარჩუნოთ სიმშვიდე. რატომ არის მნიშვნელოვანი მშვიდობა? მშვიდობას მოაქვს ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური კეთილდღეობა; ყველა წარმატება, რაც გვქონდა ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში, არა მხოლოდ ფეხბურთში, სპორტში, შემთხვევითი არ არის. შემთხვევით არაფერი ხდება. ეს არის შედეგი იმ პოლიტიკის, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ყველა პირობაა შექმნილი როგორც ფეხბურთის ფედერაციის, ისე ზოგადად ხელისუფლების მხრიდან, რომ ფეხბურთელმა მხოლოდ ფეხბურთზე იზრუნოს.

„მინდა, ყველა სპორტსმენს, თითოეულ ფეხბურთელს მადლობა გადავუხადო იმ წარმატებისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანეს, იმ სიხარულისთვის, რომელიც ქართველ ხალხს აჩუქეს. ყველას გვახსოვს ის შესანიშნავი წუთები, როდესაც სრულიად საქართველო თვალცრემლიანი და ბედნიერი იყო ჩვენი ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრით. როგორი ბედნიერები ვიყავით, როდესაც ჯგუფიდან გავედით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კიდევ ბევრი წარმატება გვექნება მომდევნო წლების განმავლობაში. მინდა, მადლობა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს, მის გუნდს, ფედერაციის თითოეულ თანამშრომელს, რადგან სწორი მენეჯმენტით მივიღეთ ის შედეგი, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ველოდებოდით. პირველად ისტორიაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე და ეს თქვენი დიდი დამსახურებაა. მე ძალიან მიხარია, რომ დღეს ფეხბურთელი, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩამოდის სათამაშოდ, ფიქრობს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე - როგორ გამოავლინოს თავისი საუკეთესო შესაძლებლობები. ყველა პირობაა შექმნილი როგორც ფეხბურთის ფედერაციის, ისე ზოგადად ხელისუფლების მხრიდან, რომ ფეხბურთელმა მხოლოდ ფეხბურთზე იზრუნოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კალაძემ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს „სპორტის განსაკუთრებული სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს განსაკუთრებული სიყვარულისთვის სპორტის და ფეხბურთის მიმართ. ეს მხარდაჭერა იგრძნობა ყველაფერში - გაკეთებულ საქმეებში, სამომავლო პროექტებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ფეხბურთისთვის და ზოგადად სპორტისთვის. მინდა, მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი, მშვიდობა ვუსურვო ჩვენს ქვეყანას და მთელს მსოფლიოს, კეთილდღეობა ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს და კიდევ ბევრი წარმატება და გამარჯვება სპორტში“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს