თენგიზ შარმანაშვილი - რადიკალები კვლავ ეწევიან ნებისმიერი ნაბიჯის დივერსიას, რომელიც ხალხის კეთილდღეობისკენ არის მიმართული - ყველაფერი ცუდი უნდათ საქართველოსთვის, რათა მღვრიე წყალში თევზი დაიჭირონ

რადიკალები კვლავ ეწევიან დივერსიას ნებისმიერი ნაბიჯისა, რომელიც ხალხის კეთილდღეობისკენ არის მიმართული, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა,რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივას ფასებთან დაკავშირებით.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის ინიციატივის შესაფერხებლად, ყველაფერს აკეთებს, ვინაიდან, მათ ყველაფერი ცუდი უნდათ საქართველოსთვის, რომ მღვრიე წყალში თევზი

„საქართველოს პრემიერმა გამოაქვეყნა თავისი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით, კომისიის შექმნისკენაც მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, რათა შესწავლილ იქნას და დარეგულირდეს ფასების საკითხი ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში.

მოსალოდნელიც იყო და რადიკალებმა, იმის ნაცვლად, რომ ხალხის მხარეს დამდგარიყვნენ, გადაინაცვლეს იმ ჯგუფების მიმართულებით, რომლებიც ზე-მოგებებზე მუშაობენ და უნდათ, რომ შეაფერხონ ეს პროცესი, რათა ხალხს გაუადვილდეს ცხოვრება და უკეთესობისკენ წავიდეს ეს ყველაფერი. ისინი ჩვეულად აკეთებენ ამას ყოველთვის - უნდოდათ საქართველოს ომში ჩათრევა, ყველაფერი ცუდი უნდათ საქართველოსთვის, თუ რამე შეიძლება თეორიულად მოიფიქრო, რათა მერე ამ მღვრიე წყალში თევზი დაიჭირონ. ეს არის მათი შემართება და ეს არის წარმოუდგენელი“, - განაცხადა შარმანაშვილმა.ს

მისივე თქმით, პრემიერმა ფასებთან დაკავშირებით ინიციატივა გამოაცხადა არა წინასაარჩევნო პერიოდში, არამედ, არჩევნებამდე სამი წლით ადრე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთავრობა მიზანმიმართულ ნაბიჯებს დგამს მოსახლეობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

„მინდა ყურადღება მიაქციოთ, რომ ეს ინიციატივა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წინასაარჩევნო პერიოდში კი არ გამოაცხადა, სამი წელი არის დარჩენილი შემდეგ არჩევნებამდე. ანუ, ეს რაღაც წინასაარჩევნო ტრიუკი კი არ იყო, არამედ, მიზანმიმართული ნაბიჯებია, რომლებსაც ყოველდღე დგამს საქართველოს ხელისუფლება და მთავრობა, მოსახლეობის საკეთილდღეოდ.

ყოველი ფეხის ნაბიჯზე ხვდება მას ეს ნაღმები, რომელიც რადიკალებს უნდათ, ჩაალაგონ, რომ ეს საკითხები არ განხორციელდეს, არ გადაიდგას არც ერთი ნაბიჯი, რომელიც საქართველოში ცხოვრებას გააუმჯობესებს. მე ასეთი მტრობა საქართველოს მოსახლეობისა და საერთოდ, საქართველოს წინააღმდეგ არც გამიგია“,- განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება