სერგეი ლავროვი - ევროკავშირი რუსეთთან ომისთვის მომზადების გეგმებს არ მალავს - ის მშვიდობის მთავარ დაბრკოლებად იქცა

ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მომზადების გეგმებს, ბრიუსელი მშვიდობის მიღწევის მთავარ დაბრკოლებად იქცა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„შეერთებულ შტატებში ადმინისტრაციის შეცვლის შემდეგ, ევროპა და ევროკავშირი მშვიდობის მთავარი დაბრკოლება გახდნენ. ისინი არ მალავენ რუსეთთან ომისთვის მომზადების გეგმებს“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამ კონტექსტში მან გაიხსენა, რომ ცოტა ხნის წინ ევროკავშირმა სცადა მიეღო გადაწყვეტილება ბელგიაში გაყინული რუსული სავალუტო რეზერვების უკრაინისთვის გადაცემასთან დაკავშირებით.

„ევროკავშირმა სცადა მიეღო გადაწყვეტილება ბელგიაში გაყინული რუსული სავალუტო რეზერვების ზელენსკის რეჟიმისთვის გადაცემასთან დაკავშირებით. მაგრამ ეს არ გამოუვიდა“, - განაცხადა ლავროვმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო