ირაკლი ფავლენიშვილი ბაჩო ახალაიას საქმეზე - სამართლებრივი პრეცედენტი შეიქმნა - ზარების რაოდენობა მთავარი მტკიცებულებაა ადამიანის წინააღმდეგ

ახალი სამართლებრივი პრეცედენტი შეიქმნა, თითქოს ზარის განხორციელების ფაქტი ფიქსირდება, არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანი დაიჭირონ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც 4 ოქტომბერს მოვლენებთან დაკავშირებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას დაკავებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ეს სტანდარტი მიუღებელია.

„ახალი სამართლებრივი პრეცედენტი შეიქმნა, თითქოს ზარის განხორციელების ფაქტი ფიქსირდება, არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანი დაიჭირონ. მთავარი პრობლემა არის ის, რომ იცნობს კონკრეტულ პიროვნებებს და მათთან ჰქონდა კავშირი. ზარების რაოდენობა არის მთავარი მტკიცებულება ადამიანის წინააღმდეგ. ეს სტანდარტი არის ჩემთვის მიუღებელია“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლომ ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა