დონალდ ტრამპი -  მჯერა, რომ გვაქვს შეთანხმების საფუძველი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ როგორც უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, ასევე, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სამშვიდობო შეთანხმების დადება სურთ.

როდესაც ტრამპს ზელენსკისთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებმა ჰკითხეს, სჯერა თუ არა, რომ პუტინი სერიოზულად არის განწყობილი მშვიდობის მიმართ, ტრამპმა უპასუხა:

„მე ვფიქრობ, რომ ის სერიოზულად არის განწყობილი. ვფიქრობ, რომ ორივე ასე ფიქრობს“, - განაცხადა მან.

კითხვაზე, გამოიწვევს თუ არა დღევანდელი შეხვედრა შეთანხმების მიღწევას, ტრამპმა უპასუხა:

„ეს დამოკიდებულია... მე მჯერა, რომ ჩვენ გვაქვს შეთანხმების საფუძველი“, - განახადა მან.

ტრამპის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარება „რთული“ აღმოჩნდა და დასძინა, "მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ; დღეს შესანიშნავი შეხვედრა გვექნება“.

რაც შეხება ვადებს, კითხვაზე, ელის თუ არა შეთანხმების მიღწევას წლის ბოლომდე, ტრამპა აღნიშნა, „მე არ მაქვს ვადები. იცით, რა არის ჩემი ვადა? ომის დასრულება“.

ტრამპმა, ასევე, დაადასტურა, რომ ზელენსკისთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ დღეს რუსეთის პრეზიდენტთან კვლავ გეგმავს საუბარს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის