ქართველებს რაღაც სხვანაირად გვესმის, რა იყო ევროპა, რომელსაც ვაშენებთ, ან ევროპა გადაქანებულია ცივილიზაციურ უფსკრულში - ყველა ვხედავთ, რომ მეორე შემთხვევაა. ამას არამხოლოდ ჩვენ ვამბობთ, მათი მთავარი უსაფრთხოების გარანტი ამერიკის შეერთებული შტატებიც ეუბნებათ, რომ ისინი არიან ცივილიზაციური უფსკრულის პირას, იმიტომ რომ მოძალადეების, დეზინფორმაციის მხარეს დგანან,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბალანსისთვის, ევროკავშირს შეეძლო, თუ სახელმწიფოს აკრიტიკებს, ძალადობა დაეგმო.
„1 წელი გავიდა დეკემბრის ძალადობრივი აქციების შემდეგ და დღემდე არ გვინახავს ევროკავშირის მხრიდან ძალადობის დაგმობა. ბალანსისთვის ხომ შეეძლოთ, რომ ესეც გაეკეთებინათ, თუ სახელმწიფოს აკრიტიკებენ, მათ შორის, ძალადობა დაეგმოთ. მოძალადეები იყვნენ ისინი, ვინც „მოლოტოვის კოქტეილებს“ ისროდნენ. მსხვერპლი იყო სახელმწიფო. ცივილიზაციურ უფსკრულშია გადაშვებული ბრიუსელი, როდესაც ამბობს, რომ უსამართლოდ არის დაკავებული ადამიანის დამწველი, ვინც ცოცხლად წვავს ადამიანს. დღეს მოძალადის მხარეს დგას და არა მსხვერპლის მხარეს.
ის ძალადობა მოხდა ევროკავშირის დროშით და ეგიდით. ამ ძალადობაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ბრიუსელს აქვს. ევროკავშირის დროშით წვავდნენ პოლიციელებს, ევროკავშირის დროშით წვავდნენ პარლამენტის შენობას. დღეს, დანამდვილებით ვიცით, რომ ევროკავშირის ფულით ფინანსდებოდა მოძალადეებისთვის პოლიციისთვის წინააღმდეგობის გასაწევი აღჭურვილობის შეძენა და გადაცემა. ეს მათ შორის აღიარებული აქვს ISFED-ის დღევანდელ ხელმძღვანელს. რატომ არ გმობენ დღემდე ადამიანის დაწვას, ეს არის ევროპული ღირებულება, რომ ადამიანს ბენზინი დაასხა და ცეცხლი წაუკიდო?! ეს არის ევროპა, რომელიც გვინდა?! ეს შევუკვეთეთ?
როდესაც ვსაუბრობთ ცივილიზაციურ უფსკრულზე, ვის უჭერენ მხარს, ადამიანს, რომელიც მოლოტოვის კოქტეილით წვავდა ცოცხლად ადამიანს, ადამიანს, რომელიც საკუთარი ცოლის სხვებთან ინტიმური სცენების ჩაწერით იყო დაკავებული, ეს ადამიანი დღეს ევროპელია, მოლოტოვის კოქტეილის მსროლელია ევროპელი. ევროპელია ვინც კი ძალადობას ჩადის.
ან ქართველებს რაღაც სხვანაირად გვესმის რა იყო ევროპა, რომელსაც ვაშენებთ, ან ევროპა გადაქანებულია ცივილიზაციურ უფსკრულში. ყველა ვხედავთ რომ მეორე შემთხვევაა. ამას არამხოლოდ ჩვენ ვამბობთ, მათი მთავარი უსაფრთხოების გარანტი ამერიკის შეერთებული შტატებიც ეუბნებათ, რომ ისინი არიან ცივილიზაციური უფსკრულის პირას, იმიტომ რომ მოძალადეების, დეზინფორმაციის მხარეს დგანან“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.