შალვა პაპუაშვილი - ქართველებს რაღაც სხვანაირად გვესმის, რა არის ევროპა, რომელსაც ვაშენებთ, ან ევროპაა გადაქანებული ცივილიზაციურ უფსკრულში, ვხედავთ, რომ მეორე შემთხვევაა - ეს არის ევროპა, რომელიც გვინდა?! ეს შევუკვეთეთ?

ქართველებს რაღაც სხვანაირად გვესმის, რა იყო ევროპა, რომელსაც ვაშენებთ, ან ევროპა გადაქანებულია ცივილიზაციურ უფსკრულში - ყველა­ ვხედავთ, რომ მეორე შემთხვევაა. ამას არამხოლოდ ჩვენ ვამბობთ, მათი მთავარი უსაფრთხოების გარანტი ამერიკის შეერთებული შტატებიც ეუბნებათ, რომ ისინი არიან ცივილიზაციური უფსკრულის პირას, იმიტომ რომ მოძალადეების, დეზინფორმაციის მხარეს დგანან,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბალანსისთვის, ევროკავშირს შეეძლო, თუ სახელმწიფოს აკრიტიკებს, ძალადობა დაეგმო.

„1 წელი გავიდა დეკემბრის ძალადობრივი აქციების შემდეგ და დღემდე არ გვინახავს ევროკავშირის მხრიდან ძალადობის დაგმობა. ბალანსისთვის ხომ შეეძლოთ, რომ ესეც გაეკეთებინათ, თუ სახელმწიფოს აკრიტიკებენ, მათ შორის, ძალადობა დაეგმოთ. მოძალადეები იყვნენ ისინი, ვინც „მოლოტოვის კოქტეილებს“ ისროდნენ. მსხვერპლი იყო სახელმწიფო. ცივილიზაციურ უფსკრულშია გადაშვებული ბრიუსელი, როდესაც ამბობს, რომ უსამართლოდ არის დაკავებული ადამიანის დამწველი, ვინც ცოცხლად წვავს ადამიანს. დღეს მოძალადის მხარეს დგას და არა მსხვერპლის მხარეს.

ის ძალადობა მოხდა ევროკავშირის დროშით და ეგიდით. ამ ძალადობაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ბრიუსელს აქვს. ევროკავშირის დროშით წვავდნენ პოლიციელებს, ევროკავშირის დროშით წვავდნენ პარლამენტის შენობას. დღეს, დანამდვილებით ვიცით, რომ ევროკავშირის ფულით ფინანსდებოდა მოძალადეებისთვის პოლიციისთვის წინააღმდეგობის გასაწევი აღჭურვილობის შეძენა და გადაცემა. ეს მათ შორის აღიარებული აქვს ISFED-ის დღევანდელ ხელმძღვანელს. რატომ არ გმობენ დღემდე ადამიანის დაწვას, ეს არის ევროპული ღირებულება, რომ ადამიანს ბენზინი დაასხა და ცეცხლი წაუკიდო?! ეს არის ევროპა, რომელიც გვინდა?! ეს შევუკვეთეთ?

როდესაც ვსაუბრობთ ცივილიზაციურ უფსკრულზე, ვის უჭერენ მხარს, ადამიანს, რომელიც მოლოტოვის კოქტეილით წვავდა ცოცხლად ადამიანს, ადამიანს, რომელიც საკუთარი ცოლის სხვებთან ინტიმური სცენების ჩაწერით იყო დაკავებული, ეს ადამიანი დღეს ევროპელია, მოლოტოვის კოქტეილის მსროლელია ევროპელი. ევროპელია ვინც კი ძალადობას ჩადის.

ან ქართველებს რაღაც სხვანაირად გვესმის რა იყო ევროპა, რომელსაც ვაშენებთ, ან ევროპა გადაქანებულია ცივილიზაციურ უფსკრულში. ყველა ვხედავთ რომ მეორე შემთხვევაა. ამას არამხოლოდ ჩვენ ვამბობთ, მათი მთავარი უსაფრთხოების გარანტი ამერიკის შეერთებული შტატებიც ეუბნება, რომ ისინი არიან ცივილიზაციური უფსკრულის პირას, იმიტომ რომ მოძალადეების, დეზინფორმაციის მხარეს დგანან“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის