შალვა პაპუაშვილი BBC-ის მასალაზე - თუ რომელიმე საერთაშორისო ინსტიტუციას კითხვები აქვს, მოვიდეს, ნახოს - რატომ არ ჩამოდიან, აქამდე რატომ ვერ ჩამოაღწიეს? ბოლოს და ბოლოს ჩვენ ვუყიდით ბილეთს, რომ ჩამოვიდნენ

ეს იყო უსაძაგლესი თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე, რომელიც ევროპაში მოიხარშა და ქართველი რადიკალების დახმარებით განხორციელდა. პრემიერ-მინისტრის მხრიდან აბსოლუტურად გასაგებად ითქვა, რომ ნებისმიერ რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუციას აქვს კითხვა, მოვიდეს, ნახოს და რატომ არ ჩამოდიან, აქამდე რატომ ვერ ჩამოაღწიეს? ბოლოს და ბოლოს ჩვენ ვუყიდით ბილეთს, რომ ჩამოვიდნენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა BBC-ის საგამოძიებო მასალაზე დასმულ შეკითხვას.

პაპუაშვილის თქმით, ადგილი ჰქონდა „ამაზრზენ პროპაგანდას“.

„ერთადერთი, რაც უნდა ვივარაუდოთ, ეს არის ბოლო ხავსი, რომელსაც უნდა მოებღაუჭოს, ჩაეჭიდოს რადიკალური ოპოზიცია მისი ევროპელი დამკვეთების გეგმის შესასრულებლად. იმისათვის, რომ ამ კითხვას პასუხი გავცეთ, უნდა მივხვდეთ იმას, რაც დაგვანახა ამ საქმემ- არის აბსოლუტურად ამაზრზენი პროპაგანდა, რომელიც ჩვენ ვნახეთ, რომ იყო პირდაპირ აწყობილი, შეთანხმებული, ორკესტრირებული, სადაც BBC-ის თავისი როლი ჰქონდა, ევროპარლამენტს თავისი როლი ჰქონდა, სხვადასხვა ევროპელ პოლიტიკოსებს თავისი როლი და ქართველ რადიკალებს თავისი როლი ჰქონდათ. ეს იყო აბსოლუტურად ორკესტრირებული თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, რომელიც შესრულდა BBC-ის, ევროპარლამენტის, ქართველი რადიკალების და მათი მედიის ხელით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი შეფასებით, გამოძიება, რომელიც ამ საკითხზე ჩატარდა, აბსოლუტურად გამჭვირვალე იყო და ყველა დეტალზე კითხვას პასუხი გაეცა.

„რაც მთავარია, ითქვა: არსებობს კიდევ რაიმე კითხვები ამასთან დაკავშირებით? მზად ვართ, ნებისმიერ რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუციას ყველა ეს მასალა ვაჩვენოთ და მოვიდნენ ეს საერთაშორისო ინსტიტუციები, თუ რაიმე კითხვა არსებობს, რატომ არ მოდიან?

ეს იყო გარედან დადგმული სცენარი. ამიტომაც იყო, ერთი წლის თავზე დაიწყეს მოძიება, „რომელი მოვიწამლეთ, ვის გვქონდა იმ დღეს თავის ტკივილი და მაღალი წნევა“. რატომ დაიწყეს ეს ყველაფერი? ეს ყველაფერი მოიხარშა საზღვარგარეთ. მიიღეს დავალება, რომ ახლა უნდა ატყდეს ამბავი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, BBC-მ მოამზადა და გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად, სავარაუდოდ, ნივთიერება „კამიტი” გამოიყენეს,, რომლის გამოყენება ბოლოს I მსოფლიო ომის დროს მოხდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს