ანი ნადარეიშვილი - როცა ბაჩო პირველ წრეზე იჯდა ციხეში, ფარცხალაძე მთავარი პროკურორი იყო და კაბინეტში „აკაჩავებდა“ მოწმეებს და მოსამართლეებს - მაშინდელი სუს-ის უფროსი, „ქოცების“ „ფილარმონია" კაცი ლილუაშვილიც გვერდზე საკანში უზის ბაჩოს

როცა ბაჩო პირველ წრეზე იჯდა ციხეში, მაშინ ფარცხალაძე მთავარი პროკურორი იყო და მის კაბინეტში „აკაჩავებდ“ მოწმეებს და მოსამართლეებს,- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

აღნიშნულით ანი ნადარეიშვილი იმ ფაქტს ეხმაურება, რომ ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინება.

„როცა ბაჩო პირველ წრეზე იჯდა ციხეში, მაშინ ფარცხალაძე მთავარი პროკურორი იყო და მის კაბინეტში "აკაჩავებდა" მოწმეებს და მოსამართლეებს.

მაშინდელი სუს-ის უფროსი - „ქოცების“ ამხელა „ფილარმონია" კაცი ლილუაშვილიც გვერდზე საკანში უზის ბაჩოს ახლა და მაშინდელი შს მინისტრი და პრემიერი ღარიბაშვილიც ცალი ფეხით იქაა ფაქტობრივად.

ნეტა დღეში ორჯერ ჩინ მომატებულ მამუკა მდინარაძეს და შიზოიდ ირაკლი კობახიძეს თუ ესმით ერთ დღეს რომ მოისვრის ბორია მოუსავლეთში?!- წერს ანი ნადარეიშვილი.

შეგახსენებთ, ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინება. აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე ისაუბრა და განმარტა, რომ ჯანგველაძის მკვლელობის საქმე სრულად გახსნილია. მისი თქმით, ფარცხალაძეს პროკურატურის შესაბამისი დადგენილების მიხედვით, ბრალად ედება ის, რომ "ჩაიდინა ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება" და მისი მიმართ ძებნა გამოცხადდება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის