ანა დოლიძე - როცა ქვეყანაში საარსებო კრიზისია და ადამიანები გადარჩენისთვის იბრძვიან, ტარიფების მომატება დაუშვებელია

სამი თვის შემდეგ აქ არაფერი შეიცვლება - რა უსამართლობაც არის ენერგეტიკის სფეროში, იგივე დარჩება, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა, ანა დოლიძემ “ინტერპრესნიუსს” სემეკის სხდომის დატოვების შემდეგ, კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, როცა ქვეყანაში საარსებო კრიზისია, ადამიანები გადარჩენისთვის იბრძვიან, ტარიფების მომატება დაუშვებელია.

“ქვეყანაში საარსებო კრიზისია. რეალურად, მოსახლეობის უმეტესობა გადარჩენისთვის იბრძვის. ამ პირობებში “ენერგო პროს” რომ სითავხედე ჰყოფნის და ტარიფის მომატებას ითხოვს, ეს არის აბსოლუტურად გაუგონარი. სამი თვის შემდეგ აქ არაფერი შეიცვლება. რა უსამართლობაც არის ენერგეტიკის სფეროში, იგივე დარჩება. ცოტა ხნის წინ ენერგოკომპანიებს გადასახადები ჩამოაწერეს და ამის პირობებში სითავხედე ჰყოფნით და საუბრობენ, თითქოს ქართველ ხალხს 3 თეთრი გვაპატიეს. კომუნალურების ფასები თანხვედრაში უნდა იყოს ცხოვრების დონესთან. როცა ქვეყანაში საარსებო კრიზისია, ადამიანები გადარჩენისთვის იბრძვიან - ამ პირობებში ტარიფების მომატება დაუშვებელია. აუცილებლად დავესწრები შემდგომ სხდომას [სამი თვის შემდეგ], რადგან მნიშვნელოვანია. ეკონომიკის სფეროში მიმდინარეობს ქართველი ხალხის ჩაგვრა, შესაბამისად ვაპირებ, რომ მათი ინტერესები დავიცვა”, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ცნობისთვის, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებული დაგეგმილი ცვლილებები სამი თვით გადავადდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ სხდომაზე გამოაცხადა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს