დავით ნარმანია - ტარიფის მატება უპირველესად, სოციალურად დაუცველებს აწვებათ და ამიტომ ხდება სუბსიდირება, რაც შეეხება სხვა მომხმარებლებს: როცა ტარიფი იზრდება, ყველას ეზრდება ხარჯი, მაგრამ 2 წლის წინ 3 თეთრით შევამცირეთ და მდგომარეობა გაუუმჯობესდათ

ტარიფის გაანგარიშების დროს მეთოდოლოგია არ ითვალისწინებს ცხოვრების დონეს საარსებო მინიმუმს და სხვადასხვა სოციალური პარამეტრის გათვალისწინებას - ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს, ელექტროენერგიის ტარიფზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, ეს არის სოციალური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი და არა სატარიფო.

„ტარიფის გაანგარიშების დროს მეთოდოლოგია არ ითვალისწინებს ცხოვრების დონეს, საარსებო მინიმუმს და სხვადასხვა სოციალური პარამეტრის გათვალისწინებას. ეს არის მთავრობის პრეროგატივა და იცით, რომ მთავრობა 2015 წლიდან მოყოლებული ტარიფის ყოველ ნაზარდს უსუფსიდირებს იმ მოსახლეობას, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია. შესაბამისად, ეს არის სოციალური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი და არა სატარიფო“, - განაცხადა ნარმანიამ.

კითხვაზე, „ვინც არ არის სოციალურად დაუცველი, მას არ დააწვება ტარიფის მატება?“ ნარმანიამ უპასუხა, რომ ტარიფის მატება პირველ რიგში სოციალურად დაუცველებს აწვებათ.

რაც შეეხება სხვა კატეგორიის მომხმარებლებს, ნარმანიას თქმით, როცა ტარიფი იზრდება, ყველას ეზრდება კომუნალური ხარჯი, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2 წლის წინ 3 თეთრით ტარიფები შემცირდა და მომხმარებლებს ამ პერიოდში მდგომარეობა გაუუმჯობესდათ.

„ტარიფის მატება პირველ რიგში აწვებათ სოციალურად დაუცველებს და სწორედ ამიტომ არის შესაბამისი სუბსიდირების პოლიტიკა გათვალისწინებული. რაც შეეხება სხვა კატეგორიის მომხმარებლებს, როცა ტარიფი იზრდება, რა თქმა უნდა, ყველას ეზრდება კომუნალური ხარჯი, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2 წლის წინ ჩვენ 3 თეთრით ტარიფები შევამცირეთ და მომხმარებლებს ამ პერიოდში მდგომარეობა გაუუმჯობესდა“, - განაცხადა ნარმანიამ.

ცნობისთვის, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებული ცვლილებები სამი თვით გადავადდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ სხდომაზე გამოაცხადა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება