თაზო დათუნაშვილი ელექტროენერგიის ტარიფის ცვლილების გადავადებაზე - ეს ადასტურებს, რომ ჯერ ხომ უმძიმესი ვითარება გვაქვს ფასებთან მიმართებით, უახლოეს თვეებში კი მოლოდინები არის კატასტროფული, რადგან ფისკალურ პოლიტიკას ოროსნები აკეთებენ

„ქართული ოცნების“ მთელი ეს ამბავი, რატომაც დაიწყო ფასებზე გაუთავებლად საუბარი, არის ის ცუდი მოლოდინები, რომელიც უახლოეს თვეებში ფასებთან მიმართებით არსებობს-ფისკალურ პოლიტიკას ოროსნები აკეთებენ,- ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რითაც სემეკის სხდომაზე კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განუცხადა.

მისივე თქმით, უახლოესი პირველი კვარტლის განმავლობაში, მოლოდინია რომ ინფლაცია კიდევ უფრო გაიზრდება პროგნოზირებად ნიშნულზე ზემოთ.

„ქართული ოცნების“ მთელი ეს ამბავი, რატომაც დაიწყო ფასებზე გაუთავებლად საუბარი, არის ის ცუდი მოლოდინები, რომელიც უახლოეს თვეებში ფასებთან მიმართებით არსებობს. უახლოესი პირველი კვარტლის განმავლობაში, მოლოდინია, რომ ინფლაცია კიდევ უფრო გაიზრდება პროგნოზირებად ნიშნულზე ზემოთ. ეს ნიშნავს, რომ ტარიფები, ფასები ყველაფერზე გაიზრდება. დენის გადასახადი, რომელიც დამატებითი ფაქტორი იქნებოდა ფასების გასაზრდელად, 3 თვით გადაავადეს. უკვე ატყობენ ძალიან სენსიტიურ თემაში შევიდნენ თვითონაც, ეს სპირალი გააქტიურებულია. 3 თვით რომ შეღავათს ნახავს საქართველოს ყველა მოქალაქე, ეს კარგია. ეს გადავადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჯერ ხომ უმძიმესი ვითარება გვაქვს ფასებთან მიმართებით და უახლოეს თვეებში ინფლაციაზე მოლოდინები არის კატასტროფული, რადგან ფისკალურ პოლიტიკას ოროსნები აკეთებენ“,- აღნიშნა დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებული დაგეგმილი ცვლილებები სამი თვით გადავადდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ სხდომაზე გამოაცხადა.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება