„საქართველოს რკინიგზა“ - მკაცრი მეტეოროლოგიური პირობების გამო, სამგზავრო მატარებლების მოძრაობის გრაფიკში დაფიქსირებული იყო დროებითი შეფერხება - ამჟამად, ყველა მატარებლის მოძრაობის გრაფიკი აღდგენილია

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, იმერეთი-გურიის მონაკვეთზე სამგზავრო მატარებლები ამ დროისთვის შეუფერხებლად მოძრაობენ.

კერძოდ, განმარტავენ, რომ მკაცრი მეტეოროლოგიური პირობების გამო, სამგზავრო მატარებლების მოძრაობის გრაფიკში დაფიქსირებული იყო დროებითი შეფერხება, თუმცა, საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ამჟამად ყველა მატარებლის მოძრაობის გრაფიკი აღდგენილია.

„სინოპტიკოსების პროგნოზის თანახმად, რთული მეტეოროლოგიური პირობები გრძელდება.

არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს რკინიგზის ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა