პროკურატურა - ბრალდება წარედგინა ორ პირს, რომელთაც პირების შეცდომაში შეყვანით ძვირადღირებული ავტომანქანების უზრუნველყოფით  გააფორმეს საკრედიტო ხელშეკრულებები, თანხები მიისაკუთრეს, ავტომანქანები საზღვარგარეთ გაასხვისეს

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, სხვადასხვა ფიზიკური პირის შეცდომაში შეყვანით, ძვირადღირებული ავტომანქანების უზრუნველყოფით საბანკო ორგანიზაციებთან საკრედიტო ხელშეკრულებები გააფორმეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის მარტიდან ამავე წლის მაისის ჩათვლით დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, სხვადასხვა ფიზიკური პირის შეცდომაში შეყვანით და გამოყენებით, ძვირადღირებული ავტომანქანების უზრუნველყოფით საბანკო ორგანიზაციებთან გააფორმეს საკრედიტო ხელშეკრულებები. ბრალდებულებმა მიღებული თანხები სრულად მიისაკუთრეს, ავტომანქანები კი საზღვარგარეთ გაასხვისეს. ასევე, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა სხვადასხვა ფიზიკურ პირს მათი კუთვნილი ავტომანქანების გასხვისებაში დახმარება შესთავაზეს. ბრალდებულები დიდი ოდენობის ღირებულების ავტომანქანებს მოტყუებით დაეუფლნენ და გაასხვისეს, დაზარალებულებს კი თანხა არ გადასცეს.

ბრალდებულების მიერ ჩადენილი ორგანიზებული დანაშაულის შედეგად დაზარალებულებისთვის მიყენებული ზიანი 366 755 ლარს შეადგენს.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-იდან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს