პროკურატურის წარმომადგენლებმა ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების თანახმად, პროკურორებმა შეხვედრაზე მოსწავლეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამომწვევ მიზეზებზე. ასევე ყურადღება გაამახვილეს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებით გამოწვეულ მძიმე შედეგებზე.

„შეხვედრაზე პროკურორებმა ნარკოტიკული დანაშაულის არსზე და იმ სამართლებრივ პასუხისმგებლობასა და სასჯელებზე ისაუბრეს, რომლებიც ამ ტიპის დანაშაულზეა გათვალისწინებული.

საინფორმაციო შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებს პროკურორებმა ამომწურავი პასუხები გასცეს. შეხვედრაზე მოსწავლეებმა ასევე ხაზი გაუსვეს მსგავსი საინფორმაციო კამპანიების მნიშვნელობას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით სკოლებში საინფორმაციო შეხვედრებს აქტიურად ატარებს, რაც ხელს უწყობს სკოლის მოსწავლეებში ნარკოტიკულ დანაშაულებზე ცნობიერების ამაღლებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს