ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის შესახებ ლავროვის განცხადება რუსეთის კიდევ ერთი ტყუილია  - მათ ამ ომის დასრულება არ სურთ, ყველა ფხიზლად უნდა იყოს, შესაძლოა, დედაქალაქზე დარტყმა განხორციელდეს

პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის შესახებ ლავროვის განცხადება ტყუილია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს.

„რუსეთის ფედერაციის კიდევ ერთი ტყუილი. გუშინ ტრამპთან შეხვედრა გვქონდა და თუ ამერიკასთან სკანდალი არ გვაქვს და პროგრესს ვაღწევთ, რა თქმა უნდა, რუსებისთვის ეს წარუმატებლობას ნიშნავს, რადგან, მათ ამ ომის დასრულება არ სურთ“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, რუსეთი უკრაინის სამთავრობო შენობებზე თავდასხმისთვის ნიადაგს ამზადებს.

„ყველა ფხიზლად უნდა იყოს. შესაძლოა, დედაქალაქზე დარტყმა განხორციელდეს“, - აღნიშნავს ზელენსკი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ევროპელებს რეაგირებისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ „29 დეკემბრის ღამეს, კიევის რეჟიმმა დრონების გამოყენებით ნოვგოროდის ოლქში რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა“. ამასთან, ლავროვმა აღნიშნა, რომ „საპასუხო დარტყმისთვის ობიექტები შერჩეულია“.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა