კრემლი - ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს და რამდენიმე ევროპელ ლიდერს, მათ შორის ვიქტორ ორბანს, რობერტ ფიცოს და ალექსანდრ ვუჩიჩს, ახალი წელი მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სადღესასწაულო მილოცვები გაუგზავნა ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს და რამდენიმე ევროპელ ლიდერს, - ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

„ვლადიმერ პუტინმა შობისა და დამდეგი ახალი 2026 წლის აღსანიშნავად უცხოელი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს გაუგზავნა შეტყობინებები, მათ შორის დონალდ ტრამპს“, - აცხადებენ კრემლში.

მათივე ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა შობა-ახალი წელი მიულოცა უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობების მეთაურებს, ვიქტორ ორბანს და რობერტ ფიცოს, ასევე სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს.

პუტინმა შეტყობინებები ასევე გაუგზავნა სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს და აზერბაიჯანისა და ბელორუსის ლიდერებს, ილჰამ ალიევსა და ალექსანდრე ლუკაშენკოს.

„მილოცვები ასევე მიიღეს ჩინეთის, ინდოეთის, ჩრდილოეთ კორეის, თურქეთის, ვენესუელას, ცენტრალური აზიის, გლობალური სამხრეთისა და ლათინური ამერიკის ლიდერებმა“, - აცხადებენ კრემლში.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა