პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 6 პირს, მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს “, „ალფა-პვპ“-ს, „გამომშრალ მარიხუანა’’-ს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად ხსენებული ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულია. სამი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერებები და დაფასოებისათვის საჭირო ნივთები.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მეორე ნაწილის „ა“ „ბ“ ქვეპუნქტებით მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), 260-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით, მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის „ა“, ქვეპუნქტით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
„მაგთი“ ქართულ სატელეკომუნიკაციო სფეროში პირველი ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს - AI მაგთი ჩატს და აგრძელებს ინოვაციების ტრადიციას
წარმართე შენი ბიზნესი ევროპაში