Real Palace - რა გზა გავიარეთ 2025 წელს

ყოველ ახალ წელს ერთი სურვილი გვაერთიანებს - შემოგთავაზოთ ცხოვრების ისეთი სტანდარტი, რომელიც გულწრფელად გაფიქრებინებთ: „რეალ პალასით ყოველმხრივ მოგებული დავრჩი“. 2025 წელი ჩვენი კომპანიისთვის კვლავ ამ დევიზის რეალობად ქცევის წელი იყო. ჩვენთვის ახალი წელი კიდევ ერთხელ არის ხაზგასმა იმისა, რომ მთავარი ღირებულება სანდოობა, პროფესიონალიზმი და თითოეული ადამიანის კეთილდღეობაა.

უკვე მე-14 წელია, Real Palace-ის მთავარი მისიაა შექმნას მისაბაძი არქიტექტურული ქმნილებები, რომლებიც ყოველთვის დაამშვენებს ადამიანების ცხოვრებას და ქალაქების იერსახეს.

2025 წლის მთავარი დაპირება: Real Palace ალტო

2025 წელს, სხვა მიმდინარე დაპირებებთან ერთად, ჩვენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით და წარვადგინეთ პროექტი Real Palace ალტო.

Real Palace ალტო თავისი მნიშვნელობით გამოხატავს არქიტექტურულ სიმაღლესა და ცხოვრების ხარისხის ამაღლებულ სტანდარტს. ეს პროექტი არის გაერთიანება იმ გამოცდილებისა, რასაც კომპანია მე-14 წელია სთავაზობს თავის მომხმარებლებს. მასში გაერთიანებულია:

  • ინოვაციური დიზაინი;
  • უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალები;
  • გარემოზე ორიენტირებული ურბანული დაგეგმარება.

მიმდინარე პროექტები

ჩვენი გუნდისთვის პრიორიტეტულია დათქმული ვადების და ხარისხის ზედმიწევნით დაცვა. ამ ეტაპზე კომპანიის ოთხივე მიმდინარე პროექტი, რომლებიც განთავსებულია თბილისში, ბათუმსა და მწვანე კონცხზე, წარმატებით და გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

თითოეული მშენებლობა ეფუძნება მომხმარებლების გაცხადებული და გაუცხადებელი ინტერესების გათვალისწინებას. ჩვენ არ ვაშენებთ მხოლოდ სახლებს, ჩვენ ვქმნით სივრცეს, სადაც უსაფრთხოება და კომფორტი გარანტირებულია. 2025 წელს Real Palace-მა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი სტანდარტი ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მყარი და საიმედოა.

ახლა, როცა ახალი და ნათელი წელი შემოდის, მადლიერები ვართ ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც გვენდო. მადლობა ყველა ოჯახს, ვინც საკუთარი მომავალი და კეთილდღეობა Real Palace-ის პროექტებში დაინახა. ჩვენ კი 2026 წელსაც ვაგრძელებთ ცხოვრების ისეთი სტანდარტის შექმნას, რომელიც პროგრესზე, უსაფრთხოებასა და კომფორტზეა დაფუძნებული.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის