პრემიერი - გვაქვს ამბიციური გეგმები - სრული კონცენტრაციით უნდა ვიმუშაოთ განათლების რეფორმის განხორციელებაზე, ვინაიდან განათლების გარეშე ვერცერთი მიღწევა ვერ იქნება მდგრადი

სამომავლოდ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი, ამბიციური გეგმები სხვადასხვა მიმართულებით, რეფორმები გვაქვს დაგეგმილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო განათლების სისტემის რეფორმას და აღნიშნა, რომ სრული კონცენტრაციით მუშაობაა საჭირო აღნიშნული რეფორმის განსახორციელებლად, ვინაიდან, განათლების გარეშე ვერცერთი მიღწევა ვერ იქნება მდგრადი.

„ყველაზე მეტად გამოვყოფდი განათლების რეფორმას. საუბარია როგორც უმაღლესი განათლების, ისე ზოგადი განათლების სისტემის რეფორმაზე. შევიმუშავეთ კონცეფციები და ამ კონცეფციების განხორციელებას აქვს მნიშვნელობა უკლებლივ ყველა დარგისა და, ზოგადად, ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებისთვის. განათლების გარეშე ვერცერთი მიღწევა ვერ იქნება მდგრადი. შესაბამისად, სრული კონცენტრაციით უნდა ვიმუშაოთ როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით განათლების რეფორმის განხორციელებაზე",- განაცხადა პრემიერმა.

გარდა ამისა, კობახიძემ მინისტრთა კაბინეტს, ასევე საჯარო მოხელეებს მადლობა გადაუხადა.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ მინისტრს, ასევე თქვენს მოადგილეებს, მინდა მადლობა გადავუხადო მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ასევე, თქვენს მოადგილეებს, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს. ის მიღწევები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, თითოეული თქვენგანის დაუღალავი შრომის და კეთილსინდისიერი საქმიანობის შედეგია. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო უკლებლივ ყველა საჯარო მოსამსახურეს. ყველას, ვინც დგას სახელმწიფო სამსახურში. მადლობა ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მოსამართლეებს, პროკურორებს, უსაფრთხოების სისტემის თანამშრომლებს. სწორედ ამ ადამიანების შრომაზე და კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის განვითარება დღემდე და ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარება. მინდა ყველას გისურვოთ ბედნიერი და წარმატებული 2026 წელი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წელი იქნება წარმატებული ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის. მინდა გისურვოთ ყველას ჯანმრთელობა, ბედნიერება, წარმატებები 2026 წელს", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
ათობით სტიპენდიატი და გაცემული 85 000 ლარი - NMG ახალგაზრდების მხარდამჭერი
„სილქნეტი“ აგრძელებს პრო­ექ­ტის „მსა­ხი­ო­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ მხარდაჭერას
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება