ხატია დეკანოიძე - ჩვენ გვყავს კრიმინალი პროკურორები, პრემიერ-მინისტრები, ხალხის მყვლეფავი ადამიანები ხელისუფლებაში და ასევე გვყავს ქვეყნის საუკეთესო ნაწილი ციხეში, ასე ვხვდებით 2026 წელს - მნიშვნელოვანია, ჩვენი შემართებით, იმედი გავაღვიძოთ

ჩვენ გვყავს კრიმინალი პროკურორები, პრემიერ-მინისტრები, ქართველი ხალხის მყვლეფავი ადამიანები ხელისუფლებაში და ასევე გვყავს ამ ქვეყნის საუკეთესო ნაწილი ციხეში. ასე ვხვდებით 2026 წელს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ, უზენაეს სასამართლოსთან განაცხადა, სადაც ელენე ხოშტარიას სოლიდარობის აქცია გაიმართა.

მისი თქმით, „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი შემართებით, გამძლებითა და ბრძოლის სტრატეგიით, 2026 წელს იმედი გავაღვიძოთ“.

„ჩემი მეგობარი კოლეგების დიდი ნაწილი, რომელსაც არაფერი დაუშავებია, მათ შორის, არც ელენე ხოშტარიას, დღეს ციხეშია.

დღევანდელი აქცია ეძღვნება ელენეს სოლიდარობას, ადამიანს, რომელიც დაუღალავად იბრძოდა და შრომობდა საქართველოსთვის, რომელიც ბევრი ადამიანის იმედი იყო, მე მას დიდი ხანია ვიცნობ და ერთ-ერთი გამორჩეულია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. გარდა იმისა, რომ ელენე პოლიტიკოსია, ის ქალია და უნდა გვესმოდეს, რომ ის 4 შვილის დედაა, საიდანაც 2 მცირეწლოვანია.

ელენე მოიწამლა 28 ნოემბერს, მან მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაწერა, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ძალადობის რეჟიმმა ქართველი ხალხი მოწამლა გაურკვეველი ქიმიური ნივთიერებებით, რომელზეც, რა თქმა უნდა, არავითარი გამოძიება არ ჩატარებულა. ჩვენ გვყავს კრიმინალი პროკურორები, პრემიერ-მინისტრები, ქართველი ხალხის მყვლეფავი ადამიანები ხელისუფლებაში და ასევე გვყავს ამ ქვეყნის საუკეთესო ნაწილი ციხეში. ასე ვხვდებით 2026 წელს.

მინდა, ერთადერთ ქალ პოლიტიკოსს, ელენე ხოშტარიას ვუსურვოთ გამძლეობა, მას არ აკლია გამძლეობა და ის წერილები, რომლებსაც ის აგზავნის, ამ სულისკვეთებით არის სავსე, ასევე მინდა გამძლეობა ვუსურვო ჩვენს ახალგაზრდებს. ჩვენ გვყავს ახალგაზრდები ციხეში, მათ შორის ისეთები, რომლებსაც 21 წელი ციხეში შეუსრულდათ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩვენი შემართებით, გამძლებითა და ბრძოლის სტრატეგიით, 2026 წელს იმედი გავაღვიძოთ“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ