ლელა ჯეჯელავა - საამურია ცხოვრება ბიძინა ივანიშვილისთვის, მის გარეშე ქვეყანაში ხოხობიც ვერ აფრინდება, მის გარეშე არცერთი გადაწყვეტილება არ მიიღება, მაგრამ პასუხს არაფერზე აგებს - ნახავთ, თუ ყველაფერი კობახიძეს არ დაბრალდება

საამურია ცხოვრება ბიძინა ივანიშვილისთვის, მის გარეშე ქვეყანაში ხოხობიც ვერ აფრინდება, მის გარეშე არცერთი გადაწყვეტილება არ მიიღება, მაგრამ პასუხს არაფერზე აგებს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ სტუმრობისას, ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ განაცხადა.

ლელა ჯეჯელავას თქმით, თუ პარტნიორებისგან ზეწოლა გაძლიერდება, არ არის გამორიცხული, რომ ყველაფერი „ბატონ კობახიძეს დაბრალდეს“.

„როგორც კი გართულდება ქიმიური ნაერთის გამოყენებასთან დაკავშირებით პოლიტიკური ვითარება და უფრო აქტიური ზეწოლა იქნება პარტნიორებისგან, ნახავთ თუ ყველაფერი ბატონ კობახიძეს არ დაბრალდება“, - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.

ლელა ჯეჯელავამ კორუფციული დანაშაულის ბრალდებით ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეალურად კორუფციას კი არ ებრძვის ხელისუფლება, არამედ ეს „კორუფციასთან ბრძოლის პაროდიაა“ და ძველი კორუფციული კავშირების ახლით ჩანაცვლება ხდება.

„ახლა ვიღაცებს იჭერენ, მერე უშვებენ, ვიღაცებს არ იჭერენ, ზოგმა საერთოდ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად აგო პასუხი და ა.შ. ეს რა დამოკიდებულებაა, რანაირი სახელმწიფოებრივი მიდგომაა? საერთოდ არაფერში არ ჯდება და არანაირ კორუფციასთან ბრძოლას არ წარმოადგენს, ეს არის პაროდია კორუფციასთან ბრძოლისა. ახლა მიდის ახალი კორუფციული კავშირებით ჩანაცვლება სისტემის შიგნით, ამათ უფრო მეტი მადა ექნებათ, რასაკვირველია. უფრო და უფრო მეტი ადამიანი ეფლობა კორუფციულ სქემებში და არის დანაშაულით შეკრული „ქართული ოცნების“ სისტემასთან, მაფიოზურ სინდიკატთან, სადაც ერთადერთი პრინციპია ომერტა [სოციალური დუმილის ფიცი] ანუ უნდა დუმდე, თუ გინდა სიცოცხლე შეინარჩუნო“, - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს