ხულოს რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ხულოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამასთან, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აცხადებენ, ხულოში, შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

,,გვიან ღამემდე მიმდინარეობდა გზის გაწმენდის სამუშაოები ხულოს მუნიციპალიტეტში.

ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები უკვე დასრულებულია, აქტიურად მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები.

სამუშაო პროცესში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და მუნიციპალიტეტის სპეციალური ტექნიკა.

ელექტროენერგია მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება, თუმცა “ენერგო-პრო ჯორჯიას” წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ პრობლემის აღმოსაფხვრელად და უახლოეს პერიოდში მოხდება ელექტროენერგიის აღდგენა”,- აცხადებენ აჭარის მთავრობაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის