რუსთაველის გამზირზე აქციას სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა

მინდა ვისურვო, რომ 2026 წელი ყველასთვის იყოს წარმატებული, გამარჯვებული და მშვიდობიანი, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომელიც რუსთვაველის გამზირზე მივიდა.

აქციაზე მისულმა ზურაბიშვილმა ახალი წელი მიულოცა აქციის მონაწილეებს.

“მე მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს, მინდა მივულოცო ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც არ არიან საქართველოში, მინდა მივულოცო იმათ, ვინც საქართველოში არიან, მაგრამ ციხეში არიან და ვერ არიან ჩვენთან. მინდა მივულოცო ევას განთავისუფლება, მინდა მივულოცო მზიას გამძლეობა. მინდა მივულოცო ყველას ის მაგალითი, რაც მოგვცეს 2025 წლის განმავლობაში. მინდა ვისურვო, ყველასთვის იყოს წარმატებული, გამარჯვებული და მშვიდობიანი. მშვიდობიანი იმ გაგებით, რომ ყველასთვის იყოს მშვიდობა და არა ხელოვნური გზავნილები მშვიდობის შესახებ და ძალადობა ამის მაგივრად. ნამდვილი მშვიდობა მოდის მხოლოდ სამართლიანობასთან და თავისუფლებასთან ერთად. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს