ემანუელ მაკრონი - კრანს-მონტანაში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ, ჩემი ფიქრები დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებთანაა

შვეიცარიელ ხალხსა და ხელისუფლებას საფრანგეთის სახელით სრულ სოლიდარობას ვუცხადებ, - ასე ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი შვეიცარიის კრანს-მონტანას სათხილამურო კურორტზე მომხდარ აფეთქებას.

„კრანს-მონტანაში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ. ჩემი ფიქრები დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებთანაა. შვეიცარიას, მის ხალხსა და ხელისუფლებას საფრანგეთის სახელით სრულ სოლიდარობასა და ძმურ მხარდაჭერას ვუცხადებ“, - წერს საფრანგეთის პრეზიდენტი X-ზე.

მომხდარს ლატვიის პრეზიდენტი, ედგარს რინკევიჩიც გამოეხმაურა.

„ღრმა მწუხარებას ვუცხადებ კრანს-მონტანაში მომხდარი საშინელი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - დაწერა რინკევიჩმა X-ზე.

ცნობისთვის, შვეიცარიის პოლიციის განცხადებით, კრანს-მონტანას სათხილამურო კურორტზე მდებარე Le Constellation-ის ბარში აფეთქება ახალი წლის ღამეს მოხდა. ბოლო ინფორმაციით, ათეულობით ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს