ვოლოდიმირ ზელენსკი - თავდაცვის მინისტრის თანამდებობა მიხაილ ფედოროვს შევთავაზე

თავდაცვის მინისტრის თანამდებობა მიხაილ ფედოროვს შევთავაზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, მთავრობის შემადგენლობის ცვლილებების ფარგლებში, ქვეყნის პირველ ვიცე-პრემიერსა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრს, მიხაილ ფედოროვს თავდაცვის მინისტრის თანამდებობა შესთავაზა.

„თავდაცვის სამინისტროს ფორმატის შეცვლა გადავწყვიტე. თავდაცვის ახალ მინისტრად მიხაილ ფედოროვის კანდიდატურა წარვადგინე. მიხაილი დრონების მიმართულებით ღრმად არის ჩართული, ასევე, სამთავრობო სერვისებისა და პროცესების დიგიტალიზაციის საკითხში შედეგიანად მუშაობს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თავდაცვის მოქმედ მინისტრს, დენის შმიგალს „არანაკლებ მნიშვნელოვანი მიმართულების“ ხელმძღვანელობა შესთავაზა.

შეგახსენებთ, გუშინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, კირილ ბუდანოვი დანიშნა, ხოლო ბუდანოვის ყოფილი თანამდებობა უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა, ოლეგ ივაშენკომ დაიკავა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის