ადვოკატი ვაკის კორტებთან მკვლელობაზე - მალხაზ ბაგათელია დუმილის უფლებას იყენებს, მე-3 სტადიის სიმსივნე აქვს, ამიტომ დავაყენეთ გირაოს შუამდგომლობა - ბრალდებამ, შესაძლოა, ფსიქიატრიული შემოწმება მოითხოვოს, თუმცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ვერაფერს ვამჩნევ

ამ ეტაპზე მალხაზ ბაგათელია დუმილის უფლებას იყენებს - ჩემთვის უცნობია რაიმე კავშირი აქვს თუ არა აღნიშნულ ქმედებასთან, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს,- ამის შესახებ ვაკის კორტებთან მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს, მალხაზ ბაგათელიას ადვოკატმა, გიორგი ჭოჭუამ სასამართლოს პროცესის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ბრალდებულმა საექსპერტო კვლევებისთვის ნიმუშების აღებასთან დაკავშირებით, თანხმობა ნებაყოფლობით განაცხადა.

„მას მე-3 სტადიის სიმსივნე აქვს და ინტენსიურ მკურნალობას გადის სხვადასხვა დაწესებულებაში, იკეთებს ქიმიო-თერაპიებს, ასევე იღებს სხვადასხვა მძიმე პრეპარატს. აქედან გამომდინარე, ჩვენ დავაყენეთ სასამართლოს წინაშე შუამდგომლობა, რომ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო ყოფილიყო გამოყენებული, თუმცა ეს სასამართლომ არ გაითვალისწინა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობა შეუფარდა.

ვვარაუდობ, რომ ბრალდების მხარემ შესაძლოა ფსიქიატრიული შემოწმება მოითხოვოს, თუმცა მე მას [ბრალდებულს] ვერაფერს ვამჩნევ, ადეკვატურად საუბრობს.

ის გარემოება, რომ ის [ბრალდებული] მტკიცებულებების განადგურებას ცდილობდა, მართებულად არ მიმაჩნია. რადგან, მან ჩემი თანდასწრებით თანხმობა განაცხადა და საექსპემირტო კვლევებისთვის ნიმუში ნებაყოფლობით მისცა. იძულების მცდელობა არ ყოფილა.

ჩემთვის უცნობია რაიმე კავშირი აქვს თუ არა აღნიშნულ ქმედებასთან, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს“,- განაცხადა გიორგი ჭოჭუამ.

ცნობისთვის, მალხაზ ბაგათელიას 31 დეკემბერს, ვაკის კორტების მიმდებარედ მომხდარი მკვლელობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) და 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს