კაია კალასი - მარკო რუბიოს ვესაუბრე - ევროკავშირი ვენესუელაში არსებულ ვითარებას ყურადღებით აკვირდება

მარკო რუბიოს ვესაუბრე - ევროკავშირი ვენესუელაში არსებულ ვითარებას ყურადღებით აკვირდება, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.

კაია კალასის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს და ვენესუელაში ევროკავშირის ელჩს ესაუბრა.

„ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა, რომ მადუროს ლეგიტიმაცია არ გააჩნია. ნებისმიერ შემთხვევაში, საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს ქარტიის პრინციპები დაცული უნდა იყოს“, - წერს კალასი X-ზე.

მისი თქმით, ვენესუელაში ევროკავშირის მოქალაქეების უსაფრთხოება მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა