დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის დაბადების დღეა

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო „დიდი პატივისცემით ულოცავს მის უწმინდესობას დაბადების დღეს და დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და სამშობლოს გამთლიანებას უსურვებს“.

„პატრიარქი გამოჩენილი რელიგიური ლიდერია, რომელსაც აფასებენ და ენდობიან არა მხოლოდ მართლმადიდებლურ სამყაროში. მან უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს უახლეს ისტორიაში და გამაერთიანებელ სიმბოლოდ იქცა.

განუზომელია მისი ღვაწლი ქართველი ერის სულიერების განმტკიცებაში, ისტორიული უნიკალურობისა და ტრადიციების შენარჩუნებაში”, - ნათქვამია რელიგიის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა