მიხეილ ყაველაშვილი - მისი უწმინდესობის მრავალწლიან სულიერ წინამძღოლობასა და მოღვაწეობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მშვიდობის, ქართველი ხალხის სულიერი სიმტკიცისა და ერთობისათვის

მისი უწმინდესობის მრავალწლიან სულიერ წინამძღოლობასა და მოღვაწეობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მშვიდობის, ქართველი ხალხის სულიერი სიმტკიცისა და ერთობისათვის, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილის მისალოც წერილშია ნათქვამი, რომელსაც სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მიხეილ ყაველაშვილი ილია II-ს დაბადების დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით დასაფასებელია მისი წვლილი საზოგადოებაში შემწყნარებლობის, თანხმობისა და სიყვარულის გაძლიერებაში.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს გულითადად ვულოცავ დაბადების დღეს.

ჩვენი სულიერი მამის, ილია II-ის მოღვაწეობა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ასაღორძინებლად ჩვენს განსაკუთრებულ მადლიერებას იმსახურებს. მისი უწმინდესობის ღვაწლით ეკლესია კვლავ ჩვენი ერის სულიერი საყრდენი და ქართული სახელმწიფოებრიობის მყარი საფუძველია.

მისი უწმინდესობის მრავალწლიან სულიერ წინამძღოლობასა და მოღვაწეობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მშვიდობის, ქართველი ხალხის სულიერი სიმტკიცისა და ერთობისათვის.

განსაკუთრებით დასაფასებელია მისი წვლილი საზოგადოებაში შემწყნარებლობის, თანხმობისა და სიყვარულის გაძლიერებაში.

ჩვენს პატრიარქს ვუსურვებ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და დიდხანს მსახურებას ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ”, - წერს მიხეილ ყაველაშვილი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის