ფრიდრიხ მერცი - ნიკოლას მადურომ თავისი ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანა, ბოლო არჩევნები გაყალბდა, ჩვენ არ ვაღიარეთ იგი პრეზიდენტად - აშშ-ის ქმედებების სამართლებრივი შეფასება რთულია, არ ვიჩქარებთ

აშშ-ის ქმედებების სამართლებრივი შეფასება რთულია. ჩვენ არ ვიჩქარებთ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა აშშ-ის მიერ ვენესუელაში ჩატარებულ სამხედრო ოპერაციაზე კომენტირებისას განაცხადა.

„აშშ-ის ქმედებების სამართლებრივი შეფასება რთულია. ჩვენ არ ვიჩქარებთ. საერთაშორისო სამართალი კვლავ კრიტერიუმად რჩება. ვენესუელაში ახლა პოლიტიკური არასტაბილურობა არ უნდა წარმოიშვას. მიზანი უნდა იყოს ლეგიტიმური არჩევნების გზით აღიარებულ მთავრობაზე მოწესრიგებული გადასვლა“, - აღნიშნა მერცმა.

მისი თქმით, ნიკოლას მადურომ თავისი ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანა.

„ნიკოლას მადურომ თავისი ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანა. ბოლო არჩევნები გაყალბდა. სწორედ ამიტომ, ჩვენ, ისევე როგორც ბევრმა სხვა ქვეყანამ, არ ვაღიარეთ იგი პრეზიდენტად. მადურომ პრობლემური როლი ითამაშა რეგიონში“, - დასძინა მერცმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს