მარკ კარნი - კანადის მთავრობა მიესალმება ვენესუელელი ხალხისთვის თავისუფლების, დემოკრატიის, მშვიდობისა და კეთილდღეობის შესაძლებლობას

მხარს ვუჭერთ ვენესუელელი ხალხის სუვერენულ უფლებას, გადაწყვიტოს და ააშენოს საკუთარი მომავალი მშვიდობიან და დემოკრატიულ საზოგადოებაში, - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, კანადა ყველა მხარეს მოუწოდებს, პატივი სცენ საერთაშორისო სამართალს.

„კანონის უზენაესობის, სუვერენიტეტისა და ადამიანის უფლებების დაცვისადმი ჩვენი დიდი ხნის ვალდებულების შესაბამისად, კანადა მოუწოდებს ყველა მხარეს, პატივი სცენ საერთაშორისო სამართალს“, - წერს კანადის პრემიერი.

მისი განცხადებით, კანადა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კრიზისების მოგვარებას მრავალმხრივი ჩართულობის გზით და მჭიდრო კონტაქტშია საერთაშორისო პარტნიორებთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

„უპირველეს ყოვლისა, მზად ვართ დავეხმაროთ კანადელებს ჩვენი საკონსულო თანამდებობის პირებისა და ბოგოტაში, კოლუმბიაში, ჩვენი საელჩოს მეშვეობით და გავაგრძელებთ ვენესუელელი ლტოლვილების მხარდაჭერას“, - წერს მარკ კარნი.

მისი თქმით, კანადის ახალი მთავრობის მიერ 2025 წლის მარტში გადადგმული ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო „ნიკოლას მადუროს სასტიკად რეპრესიული და კრიმინალური რეჟიმის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება“.

მარკ კარნის თქმით, კანადამ არ აღიარა მადუროს უკანონო რეჟიმი მას შემდეგ, რაც მან 2018 წლის „არჩევნები მოიპარა“.

„ამიტომ, კანადის მთავრობა მიესალმება ვენესუელელი ხალხისთვის თავისუფლების, დემოკრატიის, მშვიდობისა და კეთილდღეობის შესაძლებლობას. კანადა დიდი ხანია უჭერს მხარს მშვიდობიან, მოლაპარაკებების გზით წარმართულ და ვენესუელას მიერ წარმართულ [ხელისუფლების] გადაცემის პროცესს, რომელიც პატივს სცემს ვენესუელელი ხალხის დემოკრატიულ ნებას“, - წერს კარნი.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება