შალვა პაპუაშვილი - ილია მეორეს მსახურება არის სამაგალითო ჩვენი თაობისთვის, როგორც სიბნელეში მანათობელი სანთელი და მისაბაძი ნიმუში, თუ როგორ უნდა იღვაწოს ადამიანმა თავდადებით, ერთგულებით და სიყვარულით

უწმინდესს და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ვულოცავთ დაბადების დღეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ყოველი ასეთი დღე, ყოველი განვლილი წელიწადი არის შეხსენება სრულიად საქართველოსთვის, მისი მრევლისთვის და ყოველი მოქალაქისთვის, თუ რა ღვაწლი, შრომა და სიყვარული გასწია მან ათწლეულების მანძილზე ჩვენი ერის აღორძინების, განმტკიცების და ეკლესიის გადარჩენის საქმეში.

მისი მსახურება არის სამაგალითო ჩვენი თაობისთვის, როგორც სიბნელეში მანათობელი სანთელი და მისაბაძი ნიმუში, თუ როგორ უნდა იღვაწოს ადამიანმა თავდადებით, ერთგულებით და სიყვარულით, რათა წაადგეს თავის სამშობლოს, მიუძღვნას თავი ერს და ეკლესიას.

დღეგრძელობას და მხნეობას ვუსურვებ მის უწმინდესობას. მისი ლოცვა არ მოჰკლებოდეს ჩვენს ქვეყანას”, - წერს პაპუაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს