მარნეულში სროლა იყო, დაშავდა ერთი ადამიანი

მარნეულში სროლა იყო, დაშავდა ერთი ადამიანი

მარნეულში სროლის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.