მარკო რუბიო - მადუროს ჰქონდა შესაძლებლობები, თავიდან აეცილებინა ეს ყველაფერი - ეს არ არის ომი ვენესუელას წინააღმდეგ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ვენესუელას „პრობლემების გადაჭრის“ შანსს მისცემს.­

როგორც რუბიომ NBC-ს განუცხადა, ვენესუელასგან „მეტ თანამშრომლობას“ ელის.

მისივე თქმით, ნიკოლას მადუროსთან აშშ-მა „ვერ შეძლო შეთანხმების დადება“, მიუხედავად იმისა, რომ მას „ძალიან გულუხვი შეთავაზებები“ მისცა და დასძენს, რომ მადუროს „ვენესუელას დატოვება კვირა-ნახევრის წინ შეეძლო“.

„მას ჰქონდა შესაძლებლობები, თავიდან აეცილებინა ეს ყველაფერი“,- განაცხადა მარკო რუბიომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ აშშ ვენესუელას „ტრამპის ადმინისტრაციის მიერ წამოჭრილი პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობას“ მისცემს.

ასევე, მას ჰკითხეს, ვინ მართავს ვენესუელას, რაზეც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ „ვენესუელაში ცვლილებების დანახვას ელის“, რომელთაგან „ყველაზე სასწრაფო“ ცვლილებები „აშშ-ს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს“.

რუბიოს განცხადებით, ვენესუელაში „სამხედრო და პოლიციის ხელმძღვანელი პირები ღიად თანამშრომლობენ ნარკოტიკებით ვაჭრობის ორგანიზაციებთან“.

მარკო რუბიოს თქმით, ეს არის საფრთხე აშშ-სთვის, რომლის მოსაგვარებლადაც მისი მთავრობა აპირებს „ყველა ბერკეტის გამოყენებას“.

ამასთან, მარკო რუბიოს ჟურნალისტმა ჰკითხა, აშშ ომში იმყოფება თუ არა ვენესუელასთან, რაზეც რუბიომ უპასუხა: „ეს ომი არ არის“.

„ვგულისხმობ, რომ ჩვენ ომში ვართ ნარკოტიკებით ვაჭრობის ორგანიზაციების წინააღმდეგ. ეს არ არის ომი ვენესუელას წინააღმდეგ“, - განაცხადა რუბიომ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს